პარამეცნიერებები ოქტომბრის თვის სრული პროგნოზი ტაროს კარტებით-რა გველის წინ? 2018, 27 სექტემბერი, 15:06 რაზეა დამოკიდებული ჩვენი წარმატება თუ წარუმატებლობა, რომელ პრობლემებს მოვაგვარებთ უახლოეს მომავალში? სწორედ ამ და სხვა შეკითხვებს სვამს ადამიანი ახალი ეპიზოდის, ახალი წლის და თვის დასაწყისშიც კი.
ოქტომბერი უკვე კარსაა მომდგარი. როგორ დავალაგოთ და განვახორციელოთ გეგმები, ამის გაგებაში ასტროლოგ ანჟელა პერლის პროგნოზი დაგვეხმარება:
1. ვერძი
თვის დასაწყისიდანვე ცეცხლოვანი ვერძი შემართებას იგრძნობს. თუ რომელიმე მნიშვნელოვანი საქმის დაწყებამდე შეყოყმანდებით და საკუთარ თავს შეკითხვას დაუსვამთ-გამოგივათ თუ არა ეს საქმე, მაშინ იცოდეთ, აუცილებლად გამოგივათ და სასურველი შედეგითაც! ფინანსები ყველაფრისთვის საკმარისი გექნებათ, რაც კი დაგჭირდებათ, თუმცა ფლანგვას ნუ დაიწყებთ, თორემ თვის ბოლოს კრედიტებით შეხვდებით. შესაძლოა მოულოდნელად საინტერესო შეთავაზებაც მიიღოთ, რომელზეც თანხმობით უნდა უპასუხოთ. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ. 2. კურო ოქტომბერში კურო მომავალი ბედნიერი ცხოვრების გასაღებს იპოვის. მთელი თვის განმავლობაში უამრავი შესაძლებლობები მოგეცემათ. ძალიან კარგი პერიოდია პირადი ცხოვრების დასალაგებლად. შესაძლოა საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც. კარიერაში ცვლილებებია მოსალოდნელი. დიდი ხანია გინდოდათ სხვა განყოფილებაში გადასვლა, ან ახალი პროექტის წამოწყება?-ინებეთ! ოცნებობდით საკუთარ ბიზნესზე და ფულს აგროვებდით ამისთვის?-ოცნება მალე აგიხდებათ. 3.ტყუპები თვის დასაწყისიდანვე ტყუპები თავს გამოიჩენენ მუშაობით და ამ მუშაობის ნაყოფს უკვე თვის მეორე ნახევრიდან იხილავენ. შედეგად, დაწინაურება ან დამატებითი შემოსავალი გელით. დიდი ალბათობით, გელით შეხვედრა მომავალ მეორე ნახევართან. შესაძლოა, უბრალოდ აღმოაჩინოთ, რომ ეს ადამიანი თქვენს გვერდით ყოფილა და აქამდე ვერ ხვდებოდით, რომ ეს სწორედ ისაა. პირად ურთიერთობებში ეს თვე სიცხადეს შემოიტანს და მიხვდებით, საით უნდა წახვიდეთ. 4.კიბო საერთო ჯამში, ოქტომბერს კიბოსთის არაუშავს, მხოლოდ ორი საფრთხე არსებობს: გადამეტებულად შეაფასოთ საკუთარი ძალები და სათანადოდ ვერ შეაფასოთ ოპონენტები. ეს სიტუაცია ერთნაირად აქტუალური იქნება როგორც შრომისმოყვარე, ისე რომანტიკოსი კიბოებისთვის. ამ თვეში ახალი ნაცნობობა გელით. ასევე, ახალი იდეები, რომლებიც მომავალში შემოსავალს მოგიტანენ. ოქტომბრის ბოლოსთვის მოგზაურობა გელით, რომელიც ძალიან მოგეწონებათ. 5.ლომი ოქტომბერში ლომი მთების გადაბრუნებას, მწვერვალების დაპყრობას შეძლებს და თავისი საქმიანობიდან კარგ შემოსავალს მიიღებს. ამაში ხელი შესაძლოა მხოლოდ თავისმა კონფლიქტურობამ შეუშალოს, რომელიც ამ თვეში მკაფიოდ იჩენს თავს. თვის მეორე ნახევარი აქტიურმა ლომებმა სახლს, შინაურ საქმეებს, ფინანსურ გეგმებს უნდა მიუძღვნან. ოქტომბერში ლომი მსხვილი პროექტებით, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობით იქნება დაკავებული. შეეცადეთ, საყვარელი ადამიანებისთვისაც გამონახოთ დრო. 6.ქალწული ქალწულს ხშირად აშინებს პირველი ნაბიჯის გადადგმა, ან ვინმესთვის უარის თქმა. ოქტომბერი საუკეთესო თვეა იმისთის, რომ ამ შიშებისგან გათავისუფლდეთ და სიტუაცია შეცვალოთ. დროა თქვენს შიშს თვალებში ჩახედოთ და მისგან გათავისუფლდეთ. ცვლილებები გელით, და თუ გამბედაობას გამოიჩენთ, ველაფერი ისე დამთავრდება, როგორც თქვენ ინებებთ. და მთავარი რჩევა:მორჩით ნეგატიურად აზროვნებას და შეეცადეთ ყველაფერში პოზიტივი დაინახოთ. 7.სასწორი ოქტომბრის პირველ ნახევარში სასწორებს წარმატება ელით მატერიალურ სფეროში, წარმატება გექნებათ ყველა სხვა წამოწყებაშიც. მთელი ოქტომბერი სასწორები ემოციურად ამაღლებულნი იქნებიან. მოახდინეთ თქვენი ტალანტის რეალიზება.ჩაიდინეთ გიჟური საქციელი! 8.მორიელი ოქტომბერში მორიელს კარგი ფინანსური მდგომარეობა ექნება. შესაძლოა პრემია მიღოთ ან ლატარიაშიც კი მოიგოთ. ნებისმიერ შემთხვევაში აღმსავლა გელით, რომელიც სტაბილურობამდე მიგიყვანთ. ამ თვეში შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებმა შეგაწუხონ. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღ კვებას. 9.მშვილდოსანი მშვილდოსნები ამ თვეში გიჟურ სიმაღლეებს დაიპყრობენ. თქვენით აღფრთოვანდებიან და მოგბაძავენ. ამ თვეში უამრავი მიზეზი გექნებათ კმაყოფილების განცდისთვის. მთავარია, შეინარჩუნოთ ჰარმონიული შინაგანი მდგომარეობა. არ ინერვიულოთ, ეს თქვენს ენერგიას დაბლოკავს და ხელს შეგიშლით წინ წასვლაში. პირად ცხოვერას რაც შეეხება, შესაძლოა თქვენს სიყვარულს შეხვდეთ. 10.თხის რქა გასული თვის ცვლილებები თავის ნაყოფს ოქტომბერში მოგცემენ. დანაკარგისთვის კომპენსაცია გელით. იქნება წარმატება, აღიარება, შემოსავალი, მაგრამ ზოგიერთი სიტუაცია უფრო გაღრმავდება. კვლავ შეგაწუხებენ შეკითხვები სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ. დადგება ღირებულებების გადაფასების პერიოდი. თვის პირველ კვირაში შესაძლოა სიძნელეებიც შეგხვდეთ. 11.მერწყული თვის პირველივე უქმეები სასიამოვნო სიურპრიზს ან სიახლეს გპირდებთ, რომელიც ძალიან გაგახარებთ. სასიამოვნო ურთიერთობები და პოზიტიური ემოციების ზღვა გელით, რომლებიც სასიამოვნო მოგონებებად დარჩებიან. ყურადღება მიაქციეთ ღვიძლსა და თირკმელებს. თბილად ჩაიცვით და შეეცადეთ ჯანსაღად იკვებოთ. კარგი პერიოდია იმისთვის, რომ ვარჯიში დაიწყოთ. 12.თევზები ცვლილებები ამ თვეში მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ ნიჭიერი თევზები თვითონ გამოიჩენენ ინიციატივას. კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილება, თუ სჯობს ყველაფერი ძველებურად დატოვოთ. კარგი პერიოდია გადადებული საქმეების გასაახლებლად. ნუ დაიწყებთ უკან ყურებას, თქვენი გზა მხოლოდ წინ მიდის. ყველაფერი გამოგივათ! 1915 შეფასება არ არის
|