x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა - ომის უიშვიათესი კადრები
image

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.


სოხუმის დაცემა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთერთი ყველაზე ტრაგიკული მარცხია.


სამხედრო დაპირისპირებააფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.



სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.


აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები იძულებულები გახდნენ, სახლები დაეტოვებინათ და კავკასიის მთებიდან გასულიყვნენ სამშვიდობოს.


აფხაზური მხრიდან დაიღუპა 4 040 ადამიანი, მათ შორის 2 220 ჯარისკაცი, დაიჭრა 8 000-ზე მეტი. 122 კი - დღემდე დაკარგულად ითვლება.


რაც შეეხება ქართულ მხარეს, 13 თვიან ომს შეეწირა 9, 000-მდე ჯარისკაცი. დაიჭრა 10 000-მდე ადამიანი, 1, 500-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.


კონფლიქტის მოგვარების ხელისშემშლელი ფაქტორები იყო სამოქალაქო ომი ე. წ. „ზვიადისტებთან“ (ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან), რომელიც მიახლოებით იმავე პერიოდში განვითარდა დასავლეთ საქართველოში — სამეგრელოსა და აფხაზეთში და ქართულ-ოსური კონფლიქტი.


კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20, 000-დან 30, 000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250, 000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა.


კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2, 500-დან 4, 000-მდე აფხაზი, 20, 000 აფხაზი კი ლტოლვილად იქცა.


ერთ-ერთი ბრიტანელი ფოტოგრაფი მაიკ გოლდვოტერი (Mike Goldwater) 1993 წლის სექტემბერში საქართველოში იმყოფებოდა სადაც შეესწრო აფხაზეთის ომს და მან დააფიქსირა ბევრი ისეთი კადრი, რომელიც დღემდე ჩვენთვის უცნობია, ამ კადრებში გადმოცემუილა ის მძიმე წუთები, რომლებიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა განვლეს.


გოლდვოტერს საკუთარ საიტზე გამოქვეყნებული აქვს ის ფაქტი თუ როგორ მოხვდა იგი ამ ყველაფრის ეპიცენტრში.



„1993 წლის სექტემბერში საქართველოში დაიწყო სამოქალაქო ომი. აფხაზეთს რუსეთმა დაუჭირა მხარი და შემოიყვანა სეპარატისტები, რომლებიც იბრძოდნენ სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ქალაქ სოხუმში. მე ხშირად მქონდა რეპორტაჟები საბჭოთა კავშირის დაშლაზე, ამიტომ გადავწყვიტე ეს თემაც გამეშუქებინა.


image


ერთ-ერთ სასტუმროში ჩემს კოლეგას შევხვდი, მეორე დილით ერთად გავეშურეთ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. თითქმის საღამო იყო, როდესაზ ზუგდიდში ჩავედით, ქუჩაში არავინ ჩანდა. იმ დღესვე წავედით სოხუმში. მანქანაში ჩემს პატარა რადიოს ვუსმენდი სადაც ამბობდნენ, რომ სოხუმი დაეცა“.



1.სოხუმის დაცემის მეორე დღე, ფრონტის მეორე ხაზი ოჩამჩირე გახდა, ქართველები კი ქალაქს ტოვებენ.


image


2. მატარებლის სადგური, დედა-შვილის შეხვედრა, დედას შვილი დაღუპული ეგონა.


image


3. სოხუმის დაცემის შემდეგ, დღე როდესაც ოჩამჩირე გახდა ახალი ფრონტის ხაზი, ბოლო მატარებელი, რითაც ქართველები ტოვებდნენ ქალაქს, (ეს მატარებელი
განკუთვნილი იყო ტვირთების გადასაზიდად)


image


4. ოჩამჩირედან წამოსული ბოლო მგზავრები.


image


5. ჯარისკაცმა გოგონას ყუმბარა აჩუქა, ხოლო შემდეგ გოგონამ ისევ უკან დაუბრუნა იგი.



image


6. ოჯახი ოჩამჩირეში ცდილობს, რომ რაიმე გადაარჩინოს მისი დამწვარი სახლიდან.


image


7. ახალგაზრდა ოჯახი ზუგიდის ხიდზე.


image


8. საქართველოს მთავრობის ჯარისკაცები, აქ ასევე იყვნენ მოხალისეებიც.


image


9. ექსპრეზიდენტი ოჩამჩირეში.


image


10. ათიათასობით ქართველი ოჩამჩირეს ტოვებს და გალისკენ მიიწევს.



image


11. ქართველები მანქანის ძარით მოემართებიან ოჩამჩირედან.



image


13. ზუგდიდის ხიდზე მოხუცი ქალი, რომელიც სეპარატისტებთან იყო, რათა გაეგო რაიმე ინფორმაცია მის ახლობლებზე და ოჯახის წევრებზე.


image


14. დილით. აფხაზეთიდან გამოქცეული ლტოლვიები ზუგდიდის ხიდთან დგანან და უყურებენ სეპარატისტების ტანკებს.


image


15. ხალხი ვერტმფრენის მოლოდინში, ვერტმფრენს ისინი უსაფრთხო ადგილას უნდა გადეყვანა, მაგრამ უშედეგო ლოდინის შემდეგ დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა ყინვაში გზა ფეხით გაეგრძელებინა.


image


16. მიგრანტთა ნაწილი ვერტმფრენში ადის.


image


17. ეს სატვირთო ტალახში უიმედოდაა გაჭედილი.


image


18. ბავშვებმა და ბებიამ ჭუბერში, მიტოვებულ მანქანას შეაფარეს თავი.


image


19. ტალახში ჩაჭედილ ცხენს ამოსვლაში ეხმარებიან.


image


20. ჭუბერის უღელტეხილი.


image


21. ლტოლვილებმა ქალის გვამი დატოვეს და გზას აგრძელებენ.


image


22. სუსხიანი დილა ჭუბერის ხეობაში.


image


23. დაჭრილი ჯარისკაცი, რომელიც ელოდება სამედიცინო დახმარებას, მას ამხნევებენ ლტოლვილები.


image


24. პრეზიდენტი შევარდნაძე ემზადება ერთ-ერთი ფრანგულ სატელევიზიო პროგრამაში გამოსასვლელად.


image



ფოტოების დასათაურება ეკუთვნის ფოტოგრაფს, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა ეს ყველაფერი.


image



3
716
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
716
  
2018, 28 სექტემბერი, 9:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 28 სექტემბერი, 8:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 27 სექტემბერი, 23:10
უკვე ეჭვი მეპარება, რომ ოდესმე დავიბრუნებთ აფხაზეთს :(
0 1 3