აფხაზეთი აფხაზურ ქორწილში ავტომატით ფეხმძიმე ქალი და 60 წლის კაცი დაჭრეს - კადრები საბედისწერო ქორწილიდან 2018, 24 სექტემბერი, 16:29 ![]() ინცინდენტის შედეგად დაიჭრა ორი ადამიანი, 60 წლის მამაკაცი და 38 წლის ქალბატონი, რომელიც ადგილობრივების თქმით, ფეხძმიმედ იყო. ამ დრომდე იძებნება აფხაზეთში დაბადებული 33 წლის ხაგუშ ალხასი, რომელსაც ეკუთვნის იარაღი, საიდანაც საბანკეტო დარბაზში გასროლა მოხდა. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. დანარჩენების ვინაობის შესახებ, რომლებიც ასევე უმისამართოდ ისროდნენ, ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. აფხაზური მედიის ცნობით, ქალის მდგომარეობა მძიმეა და ის ჯერ კიდევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. რაც შეეხება მამაკაცს, მას ჭრილობა კისრისა და ხერხემლის არეში აქვს მიყენებული. მას შემდეგ, რაც დაჭრილს სოხუმში პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, სოჭის მე-4 საავადმყოფოში, ნეიროქორირგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. იგი გადარჩება, მაგრამ დარჩენილი ცხვოდება ეტლით მოუწევს გადაადგილება. ადგილობრივების მოსაზრებით, ის რომ ადგილზე შესაბამისი “ძალოვანი სამსახურების” წარმომადგელნები იყვნენ, არ ნიშნავს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან, რადგან მანქანების მარკებზე ეტყობოდათ, რომ გავლენიანი ოჯახის შვილები იყვნენ. ![]() 192 1-ს მოსწონს
|