x
image
თორ ნიკე
"ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას საქართველოში ბინადრობის უფლების გაყიდვის შესაჩერებლად"
ზვიად ტომარაძე


ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რაც ხდება საქართველოში და თუ რამხელა საფრთხე ემუქრება ჩვენს ერს დემოგრაფიული კუთხით. ჩვენ თუ ასე განვაგრძეთ საკუთარი ქვეყნიდან მიგრაცია და ასეთი დაბალი ბუნებრივი მატების დონე შევინარჩუნეთ, მაშინ 2050 წლისთვის საქართველოში მხოლოდ 1 მილიონი ეთნიკურად ქართველი იქნება დარჩენილი. ჩვენ ამას არ ვჯერდებით და ჩვენივე ხელით თავის უფრო მალე მოსაკლავად ვამარტივებთ აქ უცხოელების ჩამოსვლას და დამკვიდრებას. უცხოელები კი არა ევროპიდან, არამედ ღრმა აზიიდან, არაბეთიდან და ირანიდან მოდიან. აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია. აქ კი ასეთი კანონები ხვდებათ:


ნებისმიერი უცხოელი, რომელიც საქართველოში ჩამოვა და იყიდის უძრავ ქონებას 35, 000 $-ის და მეტის ფარგლებში, ავტომატურად იღებენ ერთწლიან ბინადრობის უფლებას. შემდეგ თუ ეს ქონება მის მფლობელობაში დარჩება, 1 წლის გასვლის შემდეგაც წარადგენს იგივე საბუთს იუსტიციის სახლში და ისევ ავტომატურად გაუგრძელდება მას ბინადრობის უფლება. ფაქტობრივად ნებისმიერი უცხოელი ფუძნდება ჩვენს ქვეყანაში დღევანდელი კანონების წყალობით, ვისაც კი მოუნდება. ეს არის ძალიან სამწუხარო და საგანგაშო თუ გავითვალისწინებთ ჩვენს დემოგრაფიოულ მდგომარეობას. ამ ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა, აბორიგენი, ადგილობრივი მოსახლეობა, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ეთნოსის წარმომადგენლები იძულებულნი არიან გაჭირვების გამო მილიონობით მათგანმა დატოვოს ეს ქვეყანა და სამუშაოდ წავიდეს უცხოეთში. ასევე მიმდინარეობს მოსახლეობის დაბერების პროცესი, ბრეინდრეინი და შობადობის კლება, რაც უსაშველოდ დიდ საფრთხეს უქმნის ქართველი ეთნოსის გადარჩენას. უკვე დედამიწაზე გადაშენებულია 200 ათასზე მეტი ეთნოსი. მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 1917 წლიდან 1991 წლამდე გადაშენდა 105 ეთნოსი. თუ ამ პროცესების შესაჩერებლად არაფერი ვიღონეთ, ჩვენც დავემორჩილებით ბუნების კანონს და აუცილებლად გადავშენდებით.


საინიციატივო ჯგუფმა ზვიად ტომარაძის ხელმძღვანელობით უკვე მოახერხა საქართველოს მოქალაქეობის მიღების ძალიან გამკაცრება ახლა კი დაიწყო მობილიზაცია და ხელმოწერების შეგროვება იმისთვის, რომ შეჩერდეს და კანონით აიკრძალოს ბინადრობის უფლების გაყიდვა 35 ათას დოლარად. ბინადრობის უფლება არ უნდა გაიყიდოს არც 35, 000 და არც 100, 000 დოლარად. ამის მისაღწევად საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ 30, 000 საქართველოს მოქალაქის ხელმოწერის შეგროვება.



ვინც უკვე მიიღო ბინადრობის უფლება ამ ბინების შესყიდვის შედეგად, 1 წლის გასვლის შემდეგ მათ აღარ ექნებათ უფლება გაუგრძელდეს ბინადრობა და იძულებული იქნება დატოვოს ქვეყანა და გაყიდოს ბინა, ან მოიქცეს ისე, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ.


ამის შესაჩერებლად ზვიად ტომარაძე მოუწოდებს საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელთაც ანაღვლებთ ეს ძალიან სერიოზული საკითხი:


"მობრძანდით ოფისში კეკელაშვილის ქუჩა N8. 12-დან 18 საათამდე და მოაწერეთ ხელი ამ მოთხოვნას, რომ აიკრძალოს საქართველოში ბინადრობის უფლების გაყიდვა."



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
161
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
161
  
2018, 27 სექტემბერი, 0:10
მეგობრებო გთხოვთ გააზიაროთ!

ქუთაისში!!! ბინადრობის უფლების გაყიდვის აკრძალვაზე ხელმოსაწერად შეგიძლიათ მიბრძანდეთ თამარ მეფის ქუჩა №58, (უნივერსიტეტის წინ). ყოველდღე 12:00-დან 18:00-მდე. ტელ: 596 433 433

თბილისში!!! ტეტელაშვილის ქუჩა №8. (მარჯანიშვილზე, მოზარდმაყურებელთა თეატრის მოპირდაპირე მხარეს)12:00-დან 18:00-მდე.
0 1 1