ცნობილი მოდელები ''რალფ ლორენის'' წლევანდელი ჩვენებიდან
2018, 24 სექტემბერი, 23:29
რალფ ლორენის გაბრწყინების დროა. შემოდგომა-ზამთრის ჩვენება ნიუ-იორკში გაიმართა, დიზაინერის მდიდრული მანქანების (მოძრავი ხელოვნების) ფარეხში. ნახეთ, რამდენს მიაღწია ერთ დროს ღარიბმა ებრაელმა... $7 მილიარდზე მეტს გამოიმუშავებს კაცი. მის კოლექციას შეხედავ თუ არა, მაშინვე შეძენის სურვილი გიჩნდება. მოდა მიდის, მაგრამ ლორენის სტილი რჩება. ტყავი, ქაშმირი, აბრეშუმი. საღამოს კაბების გარდა, წარმოდგენილი იყო მამაკაცური პერანგები, ე. წ. ''პრინც უილიამის'' სტილი. სტუმრებმა შოუს ''ჯეიმს ბონდის დრამა'' უწოდეს. მომავალ წელს, მოდის სახლი Ralph Lauren 50 წლის გახდება.