გადატრიალება მეცნიერებაში - აღმოჩენილია ვირუსი, რომელიც გავრცელდა დედამიწაზე სხვა პლანეტიდან
გადატრიალება მეცნიერებაში - აღმოჩენილია ვირუსი, რომელიც გავრცელდა დედამიწაზე სხვა პლანეტიდან
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ვირუსი, რომელიც აღმოჩნდა ყველაზე დიდი უკვე არსებულთაგან. ვირუსი, რომელსაც დაარქვეს "Пандоравирус", დაახლოებით ათჯერ დიდია სხვა ვირუსებთან შედარებით. ვირუსის ბადეები მხოლოდ 6 პროცენტით ჰგაქვს დედამიწაზე არსებულ ნებისმიერ ბადეებს.
ფრანგმა მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ვირუსი არის ან უძველესი შთამომავლობის, ან ის გავრცელდა დედამიწაზე სხვა პლანეტიდან, მაგალითად, როგორიც არის მარსი. ეს გიგანტური ვირუსი არსებობს მხოლოდ წყლის ქვეშ და, მეცნიერების აზრით, არ წარმოადგენს საშიშროებას ადამიანისთვის. ასევე, მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს აღმოჩენა სვამს უამრავ კითხვას დედამიწის ისტორიის შესახებ, რომლებსაც პასუხი აუცილებლად უნდა გასცენ.
პროფესორმა ჟან-მიშელ კლავერიმ, რომელმაც აღმოაჩინა ეს ვირუსი, განაცხადა - "ჩვენ ვთვლით, რომ აღმოჩენილი ვირუსი წარმოიქნმა იმ ბადეებისგან, რომელიც უკვე აღარ არსებობს."
დედამიწაზე არსებული ვირუსები მერყეობენ დაახლოებით 10დან 500მდე ნანომეტრში. ახალი აღმოჩენილი ვირუსის ნანომეტრი 1000ზე მეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი შემჩნევა ნებისმიერს შეუძლია მიკროსკოპის ქვეშ. პროფესორმა განაცხადა, რომ ვირუსი ძალიან დიდია და აქვს უცნაური ფორმა, რის გამოც მან თავიდან იფიქრა, რომ ეს უბრალოდ ბაქტერიაა და არა ვირუსი.
კვლევის დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვირუსის გენეტიკური კოდი ორჯერ დიდი იყო აქამდე არსებულ მეგავირუსთან შედარებით, რომელიც ითვლებოდა ყველაზე დიდ ვირუსად. ამ კვლევებისა და ყველაფრის აღმოჩენის გამო მეცნიერები თვლიან, რომ ეს ვირუსი არ არის დედამიწისგან.
იხილეთ ასევე: