"გიგანტური ასტეროიდი დედამიწას უახლოვდება"
დედამიწას კიდევ ერთი გიგანტური ასტეროიდი უახლოვდება. ასტეროიდის ზომა დაახლოებით 70დან 160 მეტრამდეა, რაც დაახლოებით "ხეოპსის" პირამიდის ტოლია, ან ლონდონის "ეშმაკის ბორბალის". ასეთი ზომების გამო ასტეროიდი აღინიშნება, როგორც "პოტენციურად სახიფათო" დედამიწისთვის. თუმცა, ნასაში თვლიან, რომ ასტეროიდის, "2016 NF23", შეჯახება დედამიწასთან გამორიცხულია. დედამიწის გარშემო თითქმის ყოველდღე "დაფრინავენ" პატარა ასტეროიდები, რომელთა უმეტესობა არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენენ - ისინი ან იწვებიან დედამიწის ატმოსფეროში, ან უბრალოდ მოძრაობენ დედამიწისგან ძალიან შორს. თუმცაღა გარკვეულ ობიექტებს შეუძლიათ სერიოზული ზიანი მიაყენოს დედამიწას, მაგალითად, როგორც 2013 წელს მოხდა. დაახლოებით ერთი წლის წინ ნასას სპეციალისტებმა წარმოგვიდგინეს ახალი სისტემა, "Scout", რომელსაც შეუძლია დააფიქსიროს დიდი ზომის ასტეროიდები ( 30 მეტრის ან ზევით ), რომლებიც დედამიწის მიმართულებით მოძრაობენ. ამ სისტემამ დააფიქსირა ასტეროიდი, რომელიც მოემართებოდა დედამიწისკენ. სისტემამ გამოთვალა დრო და ტრაექტორია ასტეროიდის, რომელიც მართლაც ჩამოვარდა დედამიწაზე და აფრიკის ცაზე გასკდა.
იხილეთ ასევე: