ისტორია ვინ იყვნენ ასასინები ნაწილი 1 2018, 23 სექტემბერი, 16:22 «მულიდი» არაბული სიტყვაა და ნიშნავს ერეტიკოსს, ანუ მწვალებელს.ასე მოიხსენიებენ მათ აღმოსავლური წყაროები. ევროპულ ლიტერატურაში ისინი ცნობილი არიან ასასინების სახელით და ასოცირდებიან ჰაშიშის მწეველებთან.თუმცა ეს რა თქმა უნდა სადაო თემაა.სიტყვა ასასინი ტერორისტული აქტის ჩადენას აღნიშნავს.
ასასინთა ორდენის ფუძემდებელი იყო ჰასან იბნ საბაჰი.იგი სიჭაბუკეშივე ეზიარა ისმაილიტურ რჯულს.შემდგომში გაემგზავრა ეგვიპტის ფატიმიანთა სახალიფოში, რომელიც წარმოადგენდა ისმაილიტური პროპაგანდის ცენტრს. ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ ჰასან იბნ საბაჰმა ირანის მრავალი ოლქი შემოიარა, ეწეოდა პროპაგანდას და იკრებდა მომხრეებს.ძალების მოკრების შემდეგ გადაწყვიტა შესაფერის ადგილის მოძებნა მმართველობის ცენტრის დასაარსებლად.ადგილი უნდა ყოფილიყო მტრისთვის მიუვალი და ძნელად ასაღები. 170 4-ს მოსწონს
|