ასტროლოგია
"მეცნიერებმა მთვარეზე აღმოაჩინეს ფარული ყინული - რა კავშირი აქვს ამას მთვარის დასახლებასთან?"
2018, 23 სექტემბერი, 15:11
"მეცნიერებმა მთვარეზე აღმოაჩინეს ფარული ყინული"
ასტრონომები მთვარეზე ყინულს უკვე რამოდენიმე წელია ეძებენ, თუმცა მხოლოდ ახლახანს შეძლეს მეცნიერებმა მისი არსებობის დამტკიცება. ყინული აღმოაჩინა "Moon Mineralogy Mapper", რომელიც დამონტაჟებულია ინდოეთის სატელიტზე "Чандраян-1". ყინული აღმოაჩინეს მთვარის ფარულ კრატერებში, სადაც მზის სხივი ვერ აღწევს. ასტრონომებს მიაჩნიათ, რომ ყინული შეიძლება გამოყენებული იქნეს მომავლის მთვარის დასახლებების უზრუნველყოფისათვის.
"ჩვენ დიდი ხანი ვეჭვობდით მთვარეზე ყინულის არსებობას, რომლებიც დაცული იყო მზის სხივებისგან. ჩვენ ის აღმოვაჩინეთ და შემდეგი ნაბიჯი იქნება მისი მოპოვება დაექსპერტიზის ჩატარება" - აცხადებს ერთ-ერთი ასტრონომი.
როგორც მოგეხსენებათ "ზონდი" "Чандраян-1" გაშვებული იქნა 2008 წელს და მისი მთავარი მიზანი იყო ყინულის აღმოჩენა.
კრატერების ჩრდილში, რომლებშიც ვერასდროს ვერ აღწევს მზის სხივი, ტემპერატურა არის დაახლოებით -156, 5 გრადუსი. ამჟამად მეცნიერები ვერამბობენ თუ კრატერის რა სიღრმეზე მდებარეობს ყინული. ზუსტად ამ ყინულებზე აკეთებენ აქცენტს მეცნიერები და იმედი აქვთ, რომ ზუსტად ეს ყინულები დაეხმარებიან მათ "მომავლის მისიის" შესრულებაში. მის გამოყენებას აპირებენ, როგორც სასმელ წყალად ასევე საწვავად კოსმოსური აპარატებისათვის.
იხილეთ ასევე: