x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჯორდანო ბრუნოს კოცონზე დაწვის რეალური მიზეზი

უმრავლესობისთვის ჯორდანო ბრუნო იყო ადამიანი, რომელმაც თავი იდეებს, მეცნიერებას შესწირა და რომ ის, სიკვდილის წინ, ყველაფრის მიუხედავად, ჯიუტად იმეორებდა: «და ის მაინც ტრიალებსო!»...

სინამდვილეში, ჯორდანო ბრუნო აღორძინების ეპოქის ყველაზე დიდი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, პოეტი, არაერთი წიგნის და ტრაქტატის ავტორი იყო.

ფილიპო ბრუნო 1548 წ. ნეაპოლის მახლობლად, ნოლას კომუნაში იდაიბადა, დაქირავებული ჯარისკაცის, ჯოვანი ბრუნოს ოჯახში. 11 წლის ასაკში ის ნეაპოლში გაგზავნეს ლიტერატურის, ლოგიკის და დიალექტიკის შესასწავლად. 15 წლის იყო, წმ. დომინიკის მონასტერში რომ ჩააბარა. იქ 10 წელი გაატარა, ბერად აღიკვეცა და მეორე სახელი – ჯორდანო მიიღო.

1572 წელს 24-წლის ჯორდანო მღვდელი გახდა. მაგრამ, 1575 წელს, საეკლესიო მსახურების დროს, თამამი აზრების გამოთქმის გამო, სასულიერო პირებმა ეჭვი შეიტანეს, რომ ის აკრძალულ წიგნებს კითხულობდა და ერესში დაადანაშაულეს.


image


ამის გამო, ახალგაზრდა მღვდელი იძულებული გახდა, იტალიიდან გაქცეულიყო. 17 წლის მანძილზე ბრუნო ევროპაში (შვეიცარია, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია) მოგზაურობდა და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა, – წერდა წიგნებს, ლექციებს კითხულობდა და საგანმანათლებო საქმიანობას ეწეოდა.

ბრუნო თავის გამოსვლებში კატეგორიულად უპირისპირდებოდა კათოლიკურ ეკლესიას და იმ დროს არსებულ ყველა რელიგიას. ის თვლიდა და ხმამაღლა აცხადებდა, რომ რელიგია მეცნიერების განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი იყო. 1584 წელს ლონდონში გამოვიდა მისი მორიგი წიგნი – «სამყაროების უასრულობის შესახებ», რომელსაც მკვლევარების ერთი ნაწილი თანამედროვე მატერიალისტური ბუნებისმეტყველების საფუძვლად მიიჩნევს. მასში მოცემულია ინფორმაცია მატერიალური სამყაროს, სივრცის და დროის ერთობლიობის შესახებ. გარდა ამისა, წიგნის ავტორი ამტკიცებს, რომ მზის და მის ირგვლივ მოძრავი პლანეტების გარდა, სამყაროში სხვა ვარსკვლავების სისტემებიც არსებობს და მათი რაოდენობა, შეიძლება, «უსასრულო იყოს».
ბრუნო თვლიდა, რომ დედამიწა არ არის გაყინული, სტატიკური «შექმნის აქტი» და რომ ის, მუდმივად განიცდის ცვლილებას, სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით: «ზღვა კონტინენტად გარდაიქმნება, კონტინენტი - ზღვად» - წერდა ის.


image


იდეას სამყაროს სივრცის უსასრულობის შესახებ, ბრუნო დიდი მონდომებით იცავდა საკუთარი ბრალმდებლების წინაშეც და არ თვლიდა, რომ მისი წარმოდგენა საკითხთან დაკავშირებით, ერეტიკული იყო! ბრუნოსთვის ის ფილოსოფიიას წარმოადგენდა, რასთანაც დაპირისპირება, თვით ჭეშმარიტ რწმენასაც არ შეეძლო. ბრუნოს ამგვარ სიჯიუტე მხოლოდ იდეისადმი ერთგულება კი არა, გარკვეულწილად, თავდაცვის მექანიზმიც იყო. ინკვიზიცია ფილოსოფოსებს შედარებით რბილად ექცეოდა. მაგ., ჯიროლამო ბორი ერთი წელი იჯდა ციხეში, აკრძალული წიგნების შენახვისა და სულის მოკვდავობის სწავლების გამო. მაგრამ, შემდეგ გაათავისუფლეს; ინკვიზიციამ დაჰკითხა ფილოსოფოსი ფრაანჩესკო პატრიციც. მაგრამ, არ დაუკავებია და რომის უნივერსიტეტში ლექციების ჩატარების უფლებაც კი მისცა. იყო სხვა ფქტებიც...

მაგრამ, ჯორდანო ბრუნოს ინკვიზიცია ფილოსოფოსად კი არა, კათოლიკე ბერად მიიჩნევდა, რომელმაც უარი თქვა რწმენაზე და მას ბევრად უდრო მკაცრად მოექცა. მისი შრომების შესწავლის შემდეგ, 1599 წლის 14 იანვარს, სასამართლოზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა სია, რომელიც 8 ერეტიკულ მტკიცებულებას შეიცავდა. ბრუნოს მოსთხოვეს, რომ გაშვების სანაცვლოდ, უარი ეთქვა მათზე. კონკრეტულად რა ეწერა სიაში, ცნობილი არ არის. მაგრამ ცნობილია, რომ ბრუნომ ინკვიზიციის წინადადება არ მიიღო. იმავე წლის აპრილში და დეკემბერში ისევ მიმართეს ბრუნოს ანალოგიური წინადადებით — და მან ისევ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და რომ «მოსანანიებელი არაფერი აქვს». ბოლო შეხვედრის შემდეგ, ჯ. ბრუნოს წიგნები აკრძალეს, ხოლო თავად მეცნიერი, როგორც ერეტიკოსი, ისე გაასამართლეს.


image


სწორედ იდეების და ეკლესიასთან დაპირისპირების გამო დასაჯეს სიკვდილით ჯორდანო ბრუნო და არა იმიტომ, რომ თითქოს ამტკიცებდა, დედამიწა ბრუნავსო. ეკლესიისთვის მიუღებელი იყო მზის სისტემის გარდა, სხვა ვარსკვლავების არსებობა და ამის გამო, პროგრესულად მოაზროვნე მეცნიერმა 17 წელი დევნილობაში და 7 წელი ციხეში გაატარა, ხოლო შემდეგ, რომის ცენტრში, კამპო დეი ფიორის მოედანზე, დაწვეს.

2002 წელს რომის პაპმა, იოან პავლე II რომის კათოლიკური ეკლესიის სახელით, საჯაროდ მოიხადა ბოდიში, ინკვიზიციის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების გამო. რაც შეეხება ჯორდანო ბრუნოს, იმ ადგილზე, სადაც ის სიკვდილით დასაჯეს, ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს, მისი ძეგლი აღმართეს.


imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image


რეალური ისტორია, სამყაროს მოწყობის ჰელიოცენტრული სისტემის შექმნის შესახებ

სამყაროს შექმნის 6 «დღე»: ბიბლია და მეცნიერება
სამყაროს და ჩვენი განვითარების ისტორია (დიდი აფეთქებიდან დღემდე)

3
7018
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
7018
  
როდესაც კაცთა მოდგმა, თუნდაც ცალკე ერი, მოინდომებს ღმერთის მიერ ბოძებული უმარტივესი წესებით ცხოვრებას, მაშინ ქვეყნის სათავეში მხოლოდ რჩეულთა შორის რჩეულთ მოიყვანენ და წლიურ წმინდა შემოსავალს გაანაწილებენ ყველაზე თანაბრად, რაც საწინდარი იქნება სამართლიანობის აღდგენისა და ამქვეყნიურ სამოთხეში მოხვედრის!
ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი რელიგია თავისთავად უქმდება
იხილეთ:
https://www.blogger.com/blog/post/edit/5942381745008855258/6872781975689027188?fbclid=IwAR0ef0-N694qb-8MBxbDX6iAxNMjhMzcODP2tHRWnBX-EgAXN62JfqlwYy4
2018, 25 დეკემბერი, 19:36
მადლობა,
2018, 25 დეკემბერი, 13:31
საინტერესოა.
0 1 3