ვარსკვლავები ყველაზე გემოვნებიანი ქალბატონი - ნადა ადელი 2018, 23 სექტემბერი, 4:17 ნადა ადელი 25 წლის მოდის ბლოგერი და ფოტომოდელია. წარმოშობით არის ნახევრად არაბი და ირლანდიელი. სამოდელო სფეროში 13 წლის ასაკში მოხვდა. მიიღო იურიდიული განათლება. გოგონას ბლოგს 10, 5 მილიონი ნახვა აქვს. თანამშრომლობს არაერთ ცნობილ სააგენტოსთან. ნადა აქტიურად გვიზიარებს რჩევებს თავის მოვლაზე, სამოსის არჩევაზე თუ ცხოვრების სტილზე. ის ხშირად მოგზაურობს. ბედნიერების 3 კომპონენტად ჯანმრთელობას, საყვარელ ადამიანთან დროის გატარებას და პოზიტივის გაზიარებას ასახელებს. წარმატების გასაღები მისთვის ცვლილებების სიყვარულია. ნადა დაოჯახებული არ არის. სიმაღლით 165 სმ-ია, ამიტომ ჩვენებებზე არ გამოდის. მანჩესტერში ცხოვრობს, თუმცა მისი საყვარელი ქალაქი დუბაია. მისაბაძ ქალად ვიქტორია ბექჰემს აღიარებს. ნადას დახვეწილი ჩაცმის სტილი თავად შეაფასეთ: 503 2-ს მოსწონს
|