x
image
პროფესორი
4 წიგნი,რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის
image

4.ვიქტორ სუვოროვი-"აკვარიუმი"

1978 წლის ზაფხულში გრუ-ს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს შვეიცარიის რეზიდენტურის თანამშრომელმა ვლადიმირ რეზუნმა პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა ინგლისის საელჩოს, რამდენიმე წლის შემდეგ კი დასავლეთში, ფსევდონიმით ვიკტორ სუვოროვი, ერთიმეორის მიყოლებით გამოვიდა მისი წიგნები საბჭოთა სინამდვილეზე. ერთნი მას დღემდე სამშობლოს მოღალატეს უწოდებენ, მეორენი ნიჭიერ მწერალს, რომელმაც შეულამაზებლად დაანახვა მკითხველს, რა ხდებოდა საბჭოთა არმიასა და დაზვერვაში. ვისი თვალსაზრისია სწორი, ამას დრო აჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ მისმა წიგნებმა დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოების ცნობიერებაზე. საბჭოთა ტოტალიტარულ სისტემაში უამრავი „აკვარიუმი“ არსებობდა და მსოფლიოში ერთ-ერთი უმძლავრესი და ყველაზე გასაიდუმლოებული უწყება სწორედ გრუ იყო, უწყება, რომელიც ადამიანთა ბედს იმგვარად განაგებდა, როგორც ხელისუფლების სათავეში მდგომ, ძალაუფლებისგან გაზულუქებულ, ლამის ურჩხულებად ქცეულ პარტიულ ფუნქციონერებს სურდათ. „აკვარიუმი“ არის ამბავი ადამიანისა, რომელმაც ამ ჯოჯოხეთური და არაადამიანური სისტემის ყველა წრე გაიარა და სასწაულებრივად მოახერხა თავის დაღწევა.

3.დეილ კარნეგი - როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და ვიმოქმედოთ ადამიანზე


მოკლე აღწერა:

1.შეგვძენს ბევრ მეგობარს

2.გვაქცევს პოპულარულ ადამიანად

3.წარმატებით დავასრულებთ წამოწყებულ საქმეს

4.ვიქნებით კარგი მოსაუბრენი

2.გიორგი გურჯიევი-ცხოვრება მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი როცა "მე ვარ"

გურჯიევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომია. გიორგი გურჯიევი ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. იგი დაიბადა 1877 წელს ალექსანდროპოლში. მამისა და პირველი მასწავლებლების გავლენით გურჯიევი ძალიან ადრეულ ასაკში განიმსჭვალა მოთხოვნილებით, წინა პლანზე დაეყენებინა თავისი “ჭეშმარიტი მე-ს” პრობლემა. მთელი 20 წლის განმავლობაში გურჯიევი ეძებდა და აგროვებდა ცოდნას, რომელიც მისი აზრით აუცილებელი იყო

1.დათა თუთაშხია

დათა თუთაშხია
ყველაზე განთქმული რომანია, რომელიც 1973-1975 წლებში შეიქმნა. მოქმედება ხდება XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დამდეგს საქართველოში. სიუჟეტი აგებულია მწვავე სიტუაციებზე და მრავალ ეთიკურ პრობლემას ეხება. ზოგადად, ჭაბუა ამირეჯიბის პერსონაჟები ქართველი მკითხველის წარმოსახვაში დიდი ხანია ცოცხალ, რეალურ ადამიანებს ედარება. განსაკუთრებით, მისი დათა თუთაშხია, რომელიც თავისი წინააღმდეგობრივი ხასიათითა და ვაჟკაცური ბუნებით, ერთგვარად ეპოქის სიმბოლოდ იქცა.

მინაწერი:აქვე დავურთავ რომ ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა.

0
258
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0