საზოგადოება „ბატონმა ბიძინამ არაფერი იცოდა, ტელეფონზე არ პასუხობდნენ" - გურამ შარაძის საზოგადოება 2018, 23 სექტემბერი, 11:40 ![]()
დაახლოებით, იგივე მოხდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც - სოსო გოგაშვილმა ხელში აიღო მთელი ქვეყანა, მის გარეშე, დამლაგებელსაც ვერ დანიშნავდით. სამეგრელოს რეგიონისა და მთლიანად, საქართველოს შავი და თეთრი ბიზნესი ჩაიჯიბა, ხელი აფარა ბევრ დანაშაულს და პირველ რიგში, მამაჩემის - გურამ შარაძის მკვლელებს! ბატონო სოსოც სასტიკად დაისაჯა - გათავისუფლდა თანამდებობიდან. მასთან ერთად, შავი დღე დაუდგათ მეგრელ, მაფიოზ ჩინოვნიკებს - გუბერნატორს, მერს, ვიცე-მერს... ასე გაწკირიალდა სუსი და სამეგრელოს ხელისუფლებაც. ახლა, ველოდები ვინმე მოღალატე უჩას რას უზამენ, რომელიც ყველგან და ყველა საქმეში ფიგურირებს - დაწყებული მამაჩემის მკვლელების ხელისდაფარებიდან, ვიდრე “ომეგასა“ და “იბერიას“ გაგლეჯვა-დაგლეჯვამდე. მოკლედ, იცით, ამათ რა უნდათ? უცოცხოდ, ტყვიიის გარეშე, მიიღონ ის შედეგი, რაც სააკაშვილს ჰქონდა - რკინის მარწყუხებში, ყველა და ყველაფერი! ის თუ შუქურა იყო, დღეს არის გასაოცარი დემოკრატია. თან მართლა არ თუ ვერ შეუძლიათ კაცების გაუპატიურება. გაგებაც არ უნდათ, რომ ცოცხი და ტყვია - ეს ორი უმთავრესი იარაღი თუ არ გიპყრია ხელთ, ქართველებში, სააკაშვილის შედეგს ვერ მიიღებ. ასე რომ, გადაწყვიტეთ, რა გინდათ - ან მართლა დემოკრატია, ან მუუჭირეთ რაც შეგიძლიათ, მაგრად მუუჭირეთ! ჰო, კინაღამ დამავიწყდა - კობა დავითაშვილის იმედად დარჩენილი საქართველო, “ოცნება“ და ახალი სექტა-ისტები - კობაისტები! ყველაფრის ფონზე, ალტერნატივა - ცოცხებით შეიარაღებული ბოკერია! ნუ მიშა რომ დამთავრებულია, მაია ორჯონიკიძის გარდა, ყველამ იცის. აღარაფერს ვამბობ გაბურძგნულ, თავიდან ბოლომდე ოქროში ჩასმულ, ღიპიან და კაბიან ტიპებზე, ზოგი ჯიბიდან რომ ისვრის და ზოგიც - მიშას ჯიპიდან! მრევლი? სექტა? მიმდინარეობა? ტალახი-წყევლა-კრულვა-გინება-ჯანდაბა და ოხრობა? - რამდენიც გინდა! ქალბატონო სალომე გაიქეცით, გაიქეცით, სანამ დროა. ![]() 166 4-ს მოსწონს
|