სხვა ქართული სახელმწიფოები და სამთავროები 2018, 22 სექტემბერი, 16:41 პროტოქართველი ხალხები კავკასიის და მცირე აზიის ვრცელ ტერიტორიებზე მრავალი ათასწლეულის მანძილზე ცხოვრობდნენ და მათ სახელმწიფოებრიობის შექმნა პირველად ძვ.წ. XII საუკუნეში მოახერხეს. ეს აქცევს ქართველ ხალხს მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ერად, რომელსაც 32-საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიცია გააჩნია. ქართველები ვდგავართ უდიდეს ფესვებზე და ტრადიციებზე, ხის სიმაღლე კი ფესვებიდან იზომება, ჩვენი ფესვები კი ჩვენი მილიარდზე მეტი ქართველური წინაპარია - ამიტომაა რომ ვერ აქცევს "მუმლი" ამ "იგდრაზილს". 1. დიაოხის სამეფო (იგივე ტაოხი, დაიაენი) - ძვ.წ. XII - VIII საუკუნეები. 2. კოლხეთის სამეფო - ძვ.წ. XII - II საუკუნეები. 3. იბერიის სამეფო (კავკასიის იბერია) - ძვ.წ. IV საუკუნე - ახ.წ. 537 წელი. 4. არგვეთის საერისთავო - ძვ.წ. IV - ახ.წ. XIII საუკუნეები. 5. პონტოს სამეფო (ლაზურ-ელინისტური სამეფო) - ძვ.წ. 302 - ახ.წ. 64 წწ. 6. ეგრისის სამეფო (იგივე ლაზიკა) - ახ.წ. 131 - 697 წწ. 7. თბილისის საემირო (არაბულ-ქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი) - 736 - 1122 წლები. 8. აფხაზთა სამეფო (დასავლეთ საქართველოს სახელმწიფო) - 778 - 978 წწ. 9. კახეთის სამეფო - 787 - 1010 წწ. 10. ტაო-კლარჯეთის სამეფო (იგივე "ქართველთა სამეფო") - 809 - 1008 წწ. 11. ჰერეთის სამეფო - 815 - 1104 წწ. 12. ტაშირ-ძორაგეტის სამეფო (ქართულ-სომხური სამეფო) - 972 - 1113 წწ. 13. გაერთიანებული საქართველოს სამეფო - 975 - 1466 წწ. 14. ოდიშის სამთავრო (იგივე სამეგრელოს სამთავრო) - 1185 - 1867 წწ. 15. ტრაპიზონის იმპერია (საქართველოს გაერთიანებულ სამეფოზე დაქვემდებარებული ლაზურ-ელინისტური სახელმწიფო) - 1204 - 1461 წწ. 16. იმერეთის სამეფო - 1259 - 1810 წწ. 17. სამცხე-საათაბაგო - 1266 - 1625 წწ. 18. გურის სამთავრო - 1462 - 1826 წწ. 19. საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში - 1801 - 1917 წწ. 20. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 1918 - 1921 წწ. 21. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა - 1921 - 1991 წწ. 22. საქართველოს რესპუბლიკა (შემდგომში უბრალოდ "საქართველო") - 1991 წლიდან დღემდე (და უკუნისამდე) ავტორი: თორნიკე ფხალაძე 734 5-ს მოსწონს
|