საქართველო შეცდომა იყო თაკო ჩარკვიანისთანა პატრიოტთან საერთო ენა რომ ვერ გამოვნახე, მურმან დუმბაძე რატომ უნდა დაგვეკარგა? - მიხეილ სააკაშვილი 2018, 22 სექტემბერი, 14:39
.
მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ თაკო ჩარკვიანი და მურმან დუბმაძე არ უნდა დაეკარგა და მათთან საერთო ენის გამონახვა აუცილებელი იყო.
.
"მხოლოდ საერთო კონსოლიდაციით და ძველი წყენების დავიწყებით ამოვა საქართველო ქვესკნელიდან. თაკო ჩარკვიანს ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა თელავში და თქვა, რომ 9 წელი ვისაც ვებრძოდი იმის შემდეგ არაფერი გაკეთებულა (ჩემზე ილაპარაკა). მინდა ვთქვა, ჩემი შეცდომა იყო, რომ მე, თაკო ჩარკვიანისთანა პატრიოტ ადამიანებთან მაშინ საერთო ენა ვერ მოვნახე. მურმან დუმბაძე რატომ უნდა დაგვეკარგა?! მის გარეშე არ მოხდებოდა ასლან აბაშიძის განდევნა და აი, მაშინ საქართველოს სახელმწიფოებრიობა ნამდვილად ვერ შედგებოდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. . ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "კვირის აქცენტებში" ჩართვისას განაცხადა. . გია ვაშაძე სალომე ზურაბიშვილს დაამარცხებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევაჩერებთ ქართული სახელმწიფოს დასამარების პროცესს. პიტუნის ამოცანა 2008 წლის ომში, იყო ქართული სახელმწიფოს დასამარება. 2012 წელს როგორ ამინას მიაჭდებდნენ ყვავ-ყორნები აი, ისე ჩაგვაქვესკნელეს ისევ, მაგრამ ეს მეც კი ვერ წარმომედგინა"- განაცხადა სააკაშვილმა. . ამავე თემაზე: 287 შეფასება არ არის
|