საბუნებისმეტყველო პირველად კოსმოსში არა ძაღლები, არამედ ხილის ბუზი გაუშვეს(კოსმოსის დალაშქვრის საინტერესო ისტორია) 2018, 21 სექტემბერი, 15:18 პირველად კოსმოსში ხილი ბუზები გაუშვესმიუხედავად უამრავი ფაქტისა, ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ კოსმოსში პირველად ყველასთვის კარგად ნაცნობი ძაღლები გაუშვეს. თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ბელკა და სტრელკა პირველები გახდნენ არა კოსმოსში რიგითობის პრინციპით გაშვებით, არამედ კოსმოსიდან უვნებლად დაბრუნებით. პირველი არსება, რომელიც კოსმოსში გაგზავნეს, ხილის ბუზი იყო. ეს პატარა არსებები სიმინდის მარცვლებთან ერთად მოგზაურობდნენ. ხილის ბუზებს ასევე რადიაციულ ადგილებზე დაკვირვებისთვის იყენებდნენ.ბუზების შემდეგ კოსმოსი ხავსმა ''იხილა''.ამის შემდეგ, მაიმუნების მოგზაურობა იწყება. პირველი მაიმუნი, რომელსაც ალბერტ I უწოდეს, კოსმოსისკენ 1948 წლის 11 ივნისს გაგზავნეს, ''თეთრი ქვიშიდან'', ახალი მექსიკიდან. მაგრამ უჰაერობით დაიღუპა, მანამ, სანამ 100 კილომეტრიან ბარიერს მიაღწევდა.შემდეგ იყო ალბერტ II
პირველი მაიმუნი, რომლის ვიზიტი კოსმოსში წარმატებული გამოდგა, ალბერტ II იყო. მამრი მაიმუნი, რომელმაც 134 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია 1949 წლის 14 ივნისს. თუმცა, მეორე მაიმუნიც დაიღუპა, როცა მიწაზე დაშვების კაფსულის პარაშუტმა უმტყუნა.ამის შემდეგ იყვნენ: ალბერტ III, ალბერტ IV და ალბერტ V, ისინი გაშეშებული და სენსორებით აღჭურვილნი იყვნენ. თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებელი გამოდგა და ამ მაიმუნების ექსპერიმენტის შედეგიც ფატალურად დასრულდა. მიუხედავად ამისა, მეცნიერებს დიდად დაეხმარნენ. მეცნიერული დასკვნების გამოტანა და რადიაციასთან გამკლავება უკვე მათთვის მარტივი გახდა.
1951 წლის სექტემბერში მაიმუნმა ალბერტ VI-მ და თერთმეტმა თაგვმა კოსმოსში იმოგზაურეს და შინ უვნებლები დაბრუნდნენ. მაგრამ მე-6 მაიმუნიც დაბრუნებიდან 2 საათში გარდაიცვალა. პირველი მაიმუნები, რომლებიც კოსმოსური მოგზაურობის დროს გადარჩნენ, ეიბლი და მის ბეიკერი იყვნენ. მათ 1959 წლის 28 მაისს 580 კმ სიმაღლე დაძლიეს ''იუპიტერის'' კოსმოსური ხომალდით და, შემდეგ კაფსულა წარმატებით ფლორიდაში დაეშვა. ეიბლი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, ხოლო ბეიქერმა კიდევ 25 წელიწადი იცოცხლა. სანამ იური გაგარინი და ამერიკელი ალან შეპარდი ნასას მისიას შეასრულებდნენ, მანამდე კოსმოსი შიმპანზემ იხილა. შიმპანზეს, სახელად Ham-ს, წინა ფრენებისგან განსხვავებული მისია ჰქონდა, რაც ფრენის დროს აქტიური გადაადგილებისა და სხვადასხვაგვარი ფლიპების გამოცდას ეხებოდა. 16 წუთის შემდეგ, 1961 წლის 31 იანვარს, Ham-ი წარმატებით დაეშვა მისი კაფსულით ატლანტიკის ოკეანეში. საბჭოთა კავშირი უპირატესობას ძაღლებს ანიჭებდა. პირველი ცხოველი იყო ლაიკა, რომელიც „სპუტნიკ 2-ზე“ მაღალი სიცხის გამო დაიღუპა. რუსებმა, სანამ იური გაგარინი გაფრინდებოდა, გაუშვეს მინიმუმ ათეული ძაღლი, რომელთაგან 6 უვნებელი დაბრუნდა.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |