შოუბიზნესი სკანდალი რუსულ შოუბიზნესში. კირკოროვმა და ბასკოვმა ბოდიში მოიხადეს კლიპის გადაღებისთვის, რომელსაც 11 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. 2018, 21 სექტემბერი, 13:55 ცნობილი რუსი მსახიობების: ფილიპ კირკოროვის და ნიკოლაი ბასკოვის კლიპს "იბიცას" 11 მილიონზე მეტი ნახვა აქვს იუთუბზე. მათ გადაიღეს ახალი მოკლემეტრაჟიანი როლიკი, რომელიც რეპერი კენიე ვესტის და ლილ პამპას კლიპის "მე მიყვარს ესის'' პაროდიაა და მათი ქმედება ყველა ზღვარს გადაცდა. ამ კლიპის გამოქვეყნებას გულშემატკივრების დიდი იმედგაცრუება მოჰყვა. მათ ბოდიში მოიხადეს პროვოკაციული კლიპ-“იბიცას"გამოქვეყნებისთვის. ბასკოვი პატიებას თხოვს თაყვანისმცემლებს და სთხოვს, რომ არ მიატოვონ "სულელი" მსახიობები, რომლებმაც უბრალოდ იხუმრეს. კირკოროვმაც აღიარა, რომ "იბიცა" მისი წინა კლიპის "განწყობის ფერია, ლურჯის"მსგავსია, მაგრამ ამ დროს მან "თავის თავი გაამასხარავა". მომღერალმა აგრეთვე თავი გაიმართლა აღმაშფოთებელ ინციდენტზე თხასთან დაკავშირებით. კირკოროვმა და ბასკოვმა საბოდიშო კლიპი გადაიღეს. მანამდე, "იბიცა" გააკრიტიკა ვებ-მომხმარებლებმა და მათ ქცევას ამორალური და უზნეო უწოდა. კლიპი მართლაც ამაზრზენი სანახავია. 534 2-ს მოსწონს
|