x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
დღეგრძელობის რეცეპტი ცნობილი გენეტიკოსისგან

ცნობილი ბულგარელი გენეტიკოსი, პროფესორი ქრისტოს მემერსკი, რომელიც 63 ქვეყნის 200 უნივერსიტეტში ლექციების საკუთარ კურსს კითხულობს, ამტკიცებს, რომ დაავადებების 66%-ის განკურნება საკვები პროდუქტებით შეიძლება! ხოლო დღეგრძელობის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი, სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესია.


image


ცნობილია, რომ გასული საუკუნის დასაწყისში, ადამიანების უმრავლესობა 5-ჯერ ნაკლებ შაქარს მოიხმარდა, ვიდრე ახლა. როგორც ამბობენ, შაქარი – თეთრი წყევლა კაცობრიობისთვის. მას ზიანი მოაქვს გულის, ფილტვების, თირკმლების და კუჭისთვის. ამიტომ, თუ ჯანმრთელობის შენარჩუნება გინდათ, უნდა დაივიწყოთ გაზიანი სასმელები და ლიმონათი.

ადამიანებს, რომლებიც მაღალი წნევებით იტანჯებიან, წარმოდგენაც არა აქვთ, რომ მათი ავადმყოფობის მთავარი მიზეზი, დიდი რაოდენობით მოხმარებული მარილია. განსაკუთრებით სახიფათოა ჩიფსები და მარილიანი თხილი, მშიერ კუჭზე – ეს თვითმკვლელობის ტოლფასია.


image


გარდა ამისა, 200-მდე ქიმიური ნივთიერებაა შექმნილი გასაყიდი პროდუქტისთვის სასაქონლო იერის და სასიამოვნო არომატის მისანიჭებლად. დადგენილია, რომ ამ ნივთიერებებს, კონცენტრირებული სახით, სიკვდილის გამოწვევა შეუძლია. როდესაც რამეს ყიდულობთ, ყურადღებით წაიკითხეთ შეფუთვაზე ყველაზე პატარა შრიფტით მოცემული ინფორმაცია. ნატრიუმის ნიტრატის და ნიტრიტის სინთეტიკური დანამატები, ახალგაზრდობის და ჯანმრთელობის ყველაზე დიდი მტერია. ამ ნივთიერებებს დიდი რაოდენობით ძეხვი, სოსისი, ლორი და თევზის კონსერვი შეიცავს. მას უსვამენ გაყინვის წინ თევზს და ხორცს, რომ ხანგრძლივი დროის მანძილზე ტრანსპორტირებას გაუძლოს და თუ დააკვირდებით, დახლ-მაცივრებში ამ პროდუქტებზე მოხმარების ვარგისიანობის თარიღი მითითებული არ არის. ეს იმიტომ, რომ შესაფერისი პირობების არსებობის შემთხვევაში, გაყინული თევზის და ხორცის შენახვა, წლების მანძილზე შეიძლება.

ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისთვის ისეთი კონსერვანტები, როგორებიც არის: ჰიდროკსიტოლუოლის და ჰიდროკსიანიზოლის ბუტილატები. ამ ნივთიერებებს ჩიფსების მომზადებისას უმატებენ ზეთში. მას ასევე შეიცავს მზა კრემიანი ნამცხვრები, რომლებსაც შენახვის ვადა 1 ან მეტი წელი აქვს, საღეჭი რეზინები და მაკარონი. თუ შეამჩნიეთ, ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ყველაზე მეტად უყვართ ბავშვებს.

პატარებისთვის ნაკლებად სახიფათო არც მზა წვენებია. იმისთვის, რომ წვენს ნალექი არ გაუჩნდეს და სითხის აშრეება არ მოხდეს, მასში სპეციალურ ეთერზეთებს ამატებენ. ამ შემთხვევაში, გამოსავალი მხოლოდ ერთია, – სვით ნატურალური, ახლად გამოწურული წვენები.

სიბერემ რომ უკან დაიხიოს, საკმარისია კვების უმარტივესი წესების დაცვა: ყველაზე მთავარი – ზომიერებაა. ხოლო, სიბერის შემაფერხებელი სასარგებლო პროდუქტებიდან, უმთავრესია: ბოსტნეული, ხილი, იოგურტი, რძე და ღვინო.


image


დიახ, ღვინო, მაგრამ ნამდვილი და მცირე რაოდენობით! მაგ., საფრანგეთში, ტრადიციულად, ხორცს წითელი ღვინით ამზადებენ და იქ, სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მაღალია, ვიდრე ლამანშის გადაღმა, – ბრიტანეთში.

სასარგებლო პროდუქტებს შორის, ყველაზე მთავარი იოგურტია. მაგრამ, არა რძის ფხვნილისგან მომზადებული, არამედ, – ნამდვილი რძისგან. რადგან ფხვნილით გაკეთებულ იოგურტს სამკურნალო ეფექტი არ გააჩნია. ნატურალური იოგურტი — ყველაზე მარტივად ასათვისებელი პროდუქტია, რომელიც ორგანიზმს კუჭის და სწორი ნაწლავის სიმსივნისგან იცავს და ოსტეოპოროზის განვითარებას აფერხებს.


დღეგრძელობის რეცეპტი კი ასეთია:



* იმაზე მეტ კალორიას ნუ მიიღებთ, ვიდრე დახარჯვას შეძლებთ.

* ყოველდღიურად მიირთვით თუნდაც 1 ვაშლი.

* სვით მდნარი წყალი (საყინულეში შედგით მინის ჭურჭლით, რომ გაიყინება, ოთახის ტენპერატურაზე გააჩერეთ) და მცენარეული ნაყენები.

* იმუშავეთ აქტიურად.

* ყოველდღე მიიღეთ შხაპი.

* იძინეთ გრილ ოთახში.

* დასვენების დღეებში ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ფეხით ან ველოსიპედით გაიარეთ 10-15 კმ.

* საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით. ეკონტაქტეთ მეგობრებს, იხალისეთ, იცინეთ, უარს ნუ იტყვით დასვენებაზე და განტვირთვაზე.

* არასდროს იფიქროთ და ისაუბრობთ იმაზე, რომ ბერდებით.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* ყველაზე საშიში სასმელი მსოფლიოში
* 10 რამ, რისი გაკეთებაც არ შეიძლება ჭამის შემდეგ

* «ერთს რგებს, მეორეს ვნებს» – გაიგეთ სრული სიმართლე კბილის პასტების შემადგენლობის შესახებ

* ორგანიზმის სრული გაწმენდა და უჯრედების განახლება ნივრით. სინჯეთ, არ ინანებთ!



0
733
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
733
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0