პროფილაქტიკა ორგანიზმის სრული გაწმენდა და უჯრედების განახლება ნივრით. სინჯეთ, არ ინანებთ! 2018, 29 აგვისტო, 9:50 ნიორი — ფანტასტიკური პროდუქტია, რომლის შეფასებისას, გადამეტება რთულია. მთელი მსოფლიოს მეცნიერები აღიარებენ ამ ბოსტნეულის სასარგებლო თვისებების ფასდაუდებელ ფაქტს. მას ანტიბაქტერული თვისებები გააჩნია და გამოიყენება სერიოზული დავადების, როგორც მკურნალობის, ისე პროფილაკტიკისთვის. ნიორი განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა ისეთი დაავადებებისთვის, როგორიც არის: ჰიპერტონია, ქოლესტერინის მაღალი დონე, გულის იშემიური დაავადება, ინფარქტი, ათეროსკლეროზი. ამ უკანასკნელის განვითარების შესანელებლად, ნიორი ძალიან ეფექტური საშუალებაა. გარდა ამისა, მას არტერიული წნევის ზომიერად დაწევაც შეუძლია (ძალიან მაღალ წნევას ვერ შველის). ნიორი სასარგებლოა სწორი ნაწლავის, კუჭის, მკერდის, პროსტატიტის, ფილტვის და შარდის ბუშტის კიბოს პროფილაქტიკისთვისაც და საერთოდ, მას შეუძლია ადამიანის ორგანიზმის სრულად განახლება, უჯრედების აღდგენა. ჩინურ მედიცინაში ნიორი უძველესი დროიდან, სწორედ ორგანიზმის აღდგენისთვის გამოიყენება. ამისთვის 1 კბილ ნიორს ჭრიან, პირში იდებენ და ნერწყვთან ერთად, პირის ღრუშ ამოძრავებენ. ამ პროცედურის ჩატარება აუცილებელია დილით, უზმოზე, 30 წუთის მანძილზე. ნივრის წოწნის ეფექტი, ნამდვილად რომ გამაოგნებელია! ნიორი ალიცინს გამოიმუშავებს - ნივთიერებას, რომლის გამოც ნიორს ასეთი მძაფრი სუნი აქვს. სწორედ ეს ნივთიერებაა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ნერწყვი სასარგებლო ნივთიერებებთან ერთად სისხლში გადადის, ასუფთავებს სისხლძარღვებს, ლიმფას. ის ასევე ამაგრებს პირის ღრუს და აჩერებს სისხლდენას კბილებიდან. გარდა ამისა: ასუფთავებს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან; ჯანმრთელობას უნარჩუნებს თირკმელებს; ასუფთავებს კანს;აძლიერებს იმუნურ სისტემას; კურნავს ბრონქიტს; კონტროლს უწევს მადას; ის საუკეთესო საშუალებაა ქრონიკული ხველის სამკურნალოდ და თირკმელების ქვებისგან გაწმენდისთვის. პროცედურის შემდეგ ნიორი უნდა გადააგდოთ, ხოლო კბილები გაიხეხოთ, რომ არასასიამოვნო სუნი მოიშოროთ. თუ კბილის პასტა სუნს ვერ გააქრობს, ოხრახუშის ღერო ან ყავის მარცვალი დაღეჭეთ. P. S. თუ გაგიჭირდებათ თავიდანვე მთელი კბილი ნიორის 30 წთ. პირში გაჩერება, მცირე დოზებით დაიწყეთ (მაგ., კბილის 1/4) და შემდეგ, ნელ-ნელა გაზარდეთ, ვიდრე 1 კბილამდე არ მიხვალთ. 5000 წლის რეცეპტი. გამოიყენეთ ის 5 წელიწადში ერთხელ და დაემშვიდობეთ ავადმყოფობას! «სიბერე ბუნებრივი მდგომარეობა არ არის, ის ავადმყოფობაა...». დღეგრძელობის რეცეპტი ცნობილი გენეტიკოსისგან 2024 6-ს მოსწონს
|