შოუბიზნესი ანსამბლი „შავნაბადა“ დედოფლისწყაროში კონცერტს გამართავს 2018, 20 სექტემბერი, 16:06 საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ექვსი თბილისური ანსამბლი კონცერტებს ჩაატარებს. “Check in Georgia” წარმოგიდგენთ ფესტივალ "ბაღია ჩვენი ქვეყანა", რომლის ფარგლებშიც თბილისური ფოლკლორული ანსამბლები კონცერტებს მართავენ რეგიონებში, მათ შორის კახეთში. . 21 სექტემბერს 18:00 საათზე დედოფლისწყაროს კულტურის სახლში აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის ანსამბლი „შავნაბადა” კონცერტს გამართავს. 23 საათზე კი ისინი უკვე თელავს ეწვევიან. . საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აცხადებენ, რომ ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს როგორც ფილკლორულ სასიმღერო ნუმუშებს ასევე, საეკლესიო გალობასა და ქართულ ინსტრუმენტულ მუსიკას. ფესტივალზე თბილისურ ანსამბლებთან ერთად კონცერტებში მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ადგილობრივი სალოტბარო სკოლის მოსწავლეები. თუმცა, დედოფლისწყაროს ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის სკოლა ამჯერად არ მონაწილეობს, კონცერტზე გამოვა ადგილობრივი ანსამბლი „ხორნაბუჯი“. დაინტერესებულ პირთათვის კონცერტებზე დასწრება თავისუფალია. . ფესტივალი ხორციელდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით. 15 1-ს მოსწონს
|