სხვა "ადამიანი, რომელსაც სასწაულების არ სჯერა, რეალისტი არაა"-ოდრი ჰეპბერნის გამონათქვამები 2018, 20 სექტემბერი, 11:48 1. ყველაზე მნიშვნელოვანია ისიამოვნო ცხოვრებით, იყო ბედნიერი – სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
2.რას ამბობს ადამიანი სხვებზე, ბევრად უკეთესი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა მისი პიროვნების შესახებ, ვიდრე ის, თუ რას ამბობენ მასზე სხვები. ![]() 5.მე მჯერა ვარდისფერი ფერის. მჯერა, რომ სიცილი კალორიების დაწვის საუკეთესო საშუალებაა. მჯერა კოცნის, ბევრი კოცნის. მჯერა ძლიერად დარჩენის მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის. მჯერა, რომ ბედნიერი გოგონები ყველაზე მშვენიერები არიან. მჯერა, რომ ხვალინდელი დღე კიდევ ერთი ლამაზი დღეა და მჯერა სასწაულების. 6. ერთხელ მოვისმინე, რომ ბედნიერება არის კარგი ჯანრმთელობა და ცუდი მეხსიერება. კარგი იქნებოდა, რომ მე აღმომეჩინა ეს, რადგანაც მართებული განსაზღვრებაა. 7.იმისათვის, რომ ტუჩები ლამაზი იყოს – თქვი მხოლოდ ლამაზი სიტყვები. იმისათვის, რომ თვალები იყოს ლამაზი – ეძებე ადამიანებში მხოლოდ კარგი. იმისათვის, რომ ლამაზი ფიგურა გქონდეს – გაუნაწილე საჭმელი მშივრებს. თუ ლამაზი თმა გსურთ – მოაფერებინეთ ყოველდღე ის ბავშვს. ![]() 8. მე მჯერა, რომ ბედნიერი გოგონებო ყველაზე ლამაზები არიან, კალორიების დაწვის საუკეთესო საშუალება – სიცილია. მჯერა, რომ ხვალ ახალი დღე იქნება… და მე მჯერა სასწაულების. მე ვარ ქალი, რომელსაც გაუმართლა. 9. ადამიანებს საგნებზე მეტად სჭირდებათ რესტავრაცია, პატიება, გაფრთხილება. არასოდეს არავინ არ გადააგდოთ! 10. თუ დახმარების ხელი გჭირდება, იცოდე: შენ ის უკვე გაქვს – საკუთარი. როდესაც გაიზრდები, მიხვდები, რომ ორი ხელი გაქვს: ერთი – საკუთარი თავის, ხოლო მეორე, სხვების დასახმარებლად. 85 1-ს მოსწონს
|