საქართველოში შესაძლოა აიკრძალოს ჩადრის, ნიქაბის და ბურკის ტარება მუსლიმი ქალებისათვის
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური პარტიის დეპუტატი ემზარ კვიციანი გამოვიდა პარლამენტში ინიციატივით -საქართველოში ქუჩებში აიკრძალოს მუსლიმი ქალებისათვის ჩადრის, ბურკისა და ნიქაბის ტარება, რათა ადვილად მოხდეს ადამიანის იდენტიფიცირება და თავიდან იქნას არიდებული ტერორისტული აქტები.
როგორც ტელეკომპანია "იმედი" იუწყება "ინტერპრესნიუსზე" დაყრდნობით, ოპოზიციური პარტიის "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა და აღნიშნული პარტიის დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, პარლამენტში გამოსვლისას გაახმოვანა ინიციატივა, საქართველოსთან მიმართებით "ისლამური ხალიფატის" ტერორისტული ორგანიზაციის მიერ გამოთქმული მუქარების კვალდაკვალ გატარებულ იქნას სასწრაფოდ ზომები, რათა მოხდეს ტერორისტული აქტების პრევენცია.
ამისათვის კი აუცილებელია მუსლიმი ქალების ტრადიციული ტანსაცმლის აკრძალვა, რაც სათანადო უწყებებს მისცემს საშუალებას მოახდინონ პირის ან პირთა ჯგუფის ინდენტიფიცირება.
ემზარ კვიციანის თქმით ის უახლოეს პარლამენტის სხდომებისას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც-სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩადრის, ბურკისა და ნიქაბის ტარებისათვის პირი დაჯარიმდება 500 ლარით. განმეორებით შემთხვევაში კი იგივე პირი დაჯარიმდება 1500 ლარით.
აღნიშნული ტანსაცმლის ტარებაზე შეზღუდვა არ იმოქმედებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ქალ წარმომადგენლებზე, ასევე დიპლომატიური კორპუსის ოჯახის წევრებზე, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.
29 ნახვაა და 147 გაზიარება :)))
მე სხვა რამემ გამაცინა ლალი, 13 ნახვაა და 16 გაზიარება-გამოდის გამზიარებელს არ უნახავს სტატია და ისე გააზიარა ალბათ...