სხვა დიეტა ვიცი მე ასეთი! 2018, 24 სექტემბერი, 9:35 ბევრი ლაპარაკის გარეშე მარტივად მოგახსენებთ დიეტას, რომელიც ნაცადი, დატესტილი და ეფექტურია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში საკუთარ თავზე დავტესტე და შედეგი იმდენად კარგი იყო, მგონი დროა, მომატებაზე ვიფიქრო :) ეს ხუმრობით, თუმცა წონა არ "ამიკრეფია" და მშვენივრად ვარ .. მაშ ასე, მოგახსენებთ: 1) შავი პური 3 ნაჭერი 0%- იანი და დიეტური ძეხვი 3 ნაჭერი . 2 ცალი ბანანი, ყავა და ჩაი უშაქრო შესაძლებელია. ამას ვიღებთ მთელი დღის განმავლობაში. 2) შავი პური 2 ნაჭერი 0%-იანი არაჟანი 150 გრ დაბალ პროცენტიანი. ხილი სურვილისამებრ, ასევე დასაშვებია ყავა, ჩაი. 3) 3 ცალი მოხარშული კვერცხი, ბანანი 3 ცალი. 4) 3 ნაჭერი შავი პური 0 %- იანი, ყველი ჰოლანდიური მდნარი. არჩევანი თქვენზეა, მთავარია ცხიმიანობა და კალორიულობა დაბალი ჰქონდეს. ხილი სურვილისამებრ. 5) რძე 1 ლ ( თუ რძეზე აგრესიულად ხართ განწყობილი, მიიღეთ მაწონი მხოლოდ და მხოლოდ ) :) წიწიბურა მოხარშული უმარილო, უცხიმო. 6) ბოსტნეული ყველანაირი მოშუშული, გრილზე შემწვარი. მთავარია, არ იყოს ცხიმზე დამზადებული. 7) 3 ნაჭერი შავი პური 0% იანი, ძეხვი დიეტური 3 ნაჭერი. 2 ცალი ბანანი 8) ბოსტნეულის წვნიანი . ხილი სურვილისამებრ. დანარჩენი 6 დღე ასევე მეორდება იგივე მენიუ. არ იქნებით მშივრები და დანერვოზებულები . წარმატებები ჩემო ძვირფასებო. შედეგების გაზიარებას ველი სიყვარულით უკვე -8კგ-ით ქეთრინი <3 133 1-ს მოსწონს
|