სხვა "ისე მოეპყარი მშობლებს,როგორც შენ ისურვებდი, რომ საკუთარი შვილები მოგეპყრან''- სოკრატეს ბრძნული გამონათქვამები 2018, 18 სექტემბერი, 15:15 1. სიკვდილი - კაცობრიობის დიდი ილუზიაა. სანამ ვცოცხლობთ, ის ჯერ არ არის, როდესაც ვკვდებით, ის უკვე აღარ არის.''
2. ადამიანი შეიძლება იყოს სიბრძნის მოყვარული და არა ბრძენი, ნამდვილი ბრძენი მხოლოდ ღმერთია, მხოლოდ ღმერთმა იცის ყველაფერი და არა ადამიანმა.'' ![]() 3. "ყველაზე დიდი სიკეთე ცოდნაა, ყველაზე დიდი ბოროტება კი- უგუნურება.'' 4.“სრულყოფილ ადამიანად შეიძლება ჩავთვალოთ ის, ვინც სრულყოფილებისაკენ მიისწრაფვის; ბედნიერ ადამიანად კი შეიძლება ჩავთვალოთ ის, ვინც უკვე აღიარებს, რომ თავის მიზანს მიაღწია.'' 5. “ადამიანებს ბუნებით აქვთ მინიჭებული მეგობრობისადმი მიდრეკილება, რამეთუ ერთმანეთი სჭირდებათ, ერთმანეთს იბრალებენ და ხელშეწყობით ერთმანეთისათვის სარგებლობა მოაქვთ და რაკი ეს ესმით, ერთურთის მიმართ მადლიერებითაც არიან გამსჭვალული; მაგრამ, მეორე მხრივ, მათ მტრობისაკენ მისწრაფებაც აქვთ თანდაყოლილი, რადგან, თუ რასმე მშვენიერ და ამავე დროს სასიამოვნო საგნად ჩათვლიან, მის გამო ბრძოლას იწყებენ, ხოლო თუ ამ საგანზე სხვადასხვა აზრი გაუჩნდათ, ერთმანეთს უპირისპირდებიან. ჯიბრი და რისხვა სწორედ რომ მტრობის მაუწყებელია, მომხვეჭელობის სიყვარულიც შუღლსა და ქიშპობას იწვევს, ხოლო შური მუდამ ზიზღის საბაბი ხდება.'' 6. "ისე მოეპყარი მშობლებს, როგორც შენ ისურვებდი, რომ საკუთარი შვილები მოგეპყრან''. 7."იყავი აუჩქარებელი და დაკვირვებული, სანამ ვინმეს დაუმეგობრდები, მაგრამ როცა დაუმეგობრდები, ურყევად და სამარადჟამოდ განაგრძე მასთან მეგობრობა." 8. "ძლიერი გონების პატრონნი იდეებზე მსჯელობენ, საშუალო გონებისანი – მოვლენებზე, სუსტნი კი – ხალხზე.." 9. "თუკი ვერ იღებ იმას, რაც გსურს რომ მიიღო, იტანჯები; თუ იღებ იმას, რაც არ გსურს, მაინც იტანჯები; თუ იღებ იმას რაც გსურს, მაშინაც იტანჯები, რადგან ვერ ახერხებ სამუდამოდ შეინარჩუნო ის, რაც მიიღე. შენი გონება შენივე დამაბრკოლებელია. მას სურს ცვლილებებისაგან თავისუფალი იყოს; მას სურს თავისუფალი იყოს ტკივილისაგან, ცხოვრებისეული ვალდებულებებისა და სიკვდილისაგან. მაგრამ ცვლილება არის ცხოვრების კანონზომიერება და ვერანაირი თავის მოჩვენებითობა ვერ შეცვლის ამ რეალობას." ![]() 70 2-ს მოსწონს
|