მოვლენები საცურაო კოსტიუმის წაღება დაგავიწყდათ ზღვაზე? საიზოლაციო ლენტი გიშველით 2018, 18 სექტემბერი, 7:24 დიზაინერმა ჯოელ ალვარესმა ნიუ-იორკში, მოდის კვირეულზე წარმოადგინა ბიკინების კოლექცია, რომელიც კანზე დაკრული საიზოლაციო ლენტით იყო გაწყობილი, შესანიშნავი ცხოვრებისეული ხრიკი იმათთვის, ვინც ზღვაზე საბანაოდ წავიდა და საცურაო კოსტიუმი დაავიწყდა(თუმცა თუ საცურაო კოსტიუმი დაავიწყდა, საიზოლაციო ლენტი საიდანღა უნდა გამოჩხრიკოს?) საკუთარ პროვოკაციულ პროექტს მოდელიორმა "შავი ლენტი" უწოდა. ალბათ მთლიანად შიშველი, დედიშობილა გოგონები უფრო მოკრძალებულად გამოყურებიან, ვიდრე ამ სახის საცურაო კოსტიუმში "ჩაცმულები". ჯოელ ალვერესს "დახურული" მოდელებიც აქვს - უფრო მორცხვებისთვის. სხვათა შორის, დიზაინერის პროექტს მართალია "შავი ლენტი" ჰქვია, თუმცა სხვა ფერის(მწვანე, წითელი) საიზოლაციო ლენტიც აქვს გამოყენებული. შედეგად მიღებულია ქმნილება ტანსაცმელსა და ბოდიარტს შორის. "ზოგიერთი მიწოდებს ჟანრის - "ბოდი-ლენტი-არტის" დამაარსებელს ან პიონერს" - აღნიშნა ჯოელ ალვარესმა. 7023 10-ს მოსწონს
|