Quiz რუსული პროპაგანდის ქვეშ მოქცეული ევროპელის შეხედულება ჩეჩნებზე 2018, 17 სექტემბერი, 23:03 ![]() რუსული პროპაგანდის ქვეშ მოქცეული ევროპელის შეხედულება ჩეჩნებზე: ".....ჩეჩნები, როგორ მამაკაცები ისე ქალები გარეგნულად ძალიან ლამაზი ხალხია. მაღალი, თხელი აღნაგობის, მათი სახეების განსაკუთრებულობა თვალებშია, გამომხატველი; მოძრაობაში ჩეჩენი სწრაფი და მოხერხებულია. ბუნებით ისინი ძალიან შთამბეჭდავი, მხიარული და გონებამახვილი ხალხია, რის გამოც "კავკასიელ ფრანგებს" უწოდებენ, ("Французы Кавказа") მაგრამ ამავე დროს, საეჭვო ხასიათის, ცნობისმოყვარე, ცბიერი, შურისმაძიებელი. მიზნის მისაღწევად მათთვის ყველა საშუალება მისაღებია. ამასთანავე უძლეველი, უჩვეულოდ ამტანი, მამაცი - თავდასხმის, დაცვისა და მტრის დევნის დროს. ისინი მხეცები არიან, ასეთები იშვიათობას წარმოადგენენ კავკასიის მთიელ რაინდებს შორის. ისინი თავადაც არ მალავენ ამას, ცხოველთა სამეფოსგან საკუთარი თავის მგლურ იდეალით გამოყოფვით". ა. კასპარი "დაპყრობილი კავკასია". აქვე.... ![]() "....უბედურება იყო, თუ კი დასუსტდებოდა ან გაირღვეოდა ჯაჭვი, მაშინ ასობით ხმალი და ხანჯალი წამიერად აღიმართებოდა მის წინ და ჩეჩნები ყიჟინით ხტებოდნენ კოლონის შუაგულში. იწყებოდა საშინელი ჟლეტა, იმიტომ რომ ჩეჩნები მოქნილი და შეუბრალებელნი არიან, როგორც ვეფხვი. სისხლი ათრობდა მათ, უბინდავდა განსჯას. მათი თვალები ინთებოდა ფოსფორის ელვარებით, მოძრაობა უხდებოდათ კიდევ უფრო მოქნილი და სწრაფი, ხორხიდან ამოფრინდებოდა ბგერები, ვეფხვის ხმას უფრო მოგაგონებდა, ვიდრე ადამიანისას". 153 1-ს მოსწონს 1-ს არა
|