თავის მოვლა ტვინის მოვლის ხერხები 2018, 17 სექტემბერი, 22:56 როგორც ყველასათვის ცნობილია ტვინი არის ადმიანის ის ორგანო რომელიც მართავს მთლიან ორგანიზმს, მაგრამ ჩვენ ჩვენი დაუდევარი ქცევებით მას ზიანს ვაყენებთ. იმისათვის რომ ის იყოს ნორმალურ პირობებში ჩვენ უნდა დავიცვათ შემდეგი პირობები. 1)აუცილებელია დილით საუზმე, რადგან ადმიანებს რომლებიც დილით ადრე გადიან საუზმის გარეშე აქვთ სისხლში შაქრის დაბალი დონე, შესაბამისად ტვინი ვერ მარაგდება საკვებით, რაც იწვევს ტვინის დეგენერაციას. 2)ზომაზე მეტი ჭამა იწვევს ტვინის არტერიების გაფართოებას, რაც ხელს უწყობს მენტალური ძალის დაქვეითებას. 3)ნიკოტინი იწვევს ტვინის მრავლობით შეკუმშვას და შეიძლება გამოიწვიოს ალცჰეიმერის დაავადება. 4)არ არის სასურველი დიდი რაოდენობით შაქრის მიღბა, რადგან დიდი რაოდენობით შაქრის მიღება ხელს უშლის ტვინის სწორ ფორმირებასა და ჩამოყალიბებას. 5)ასევე საჭიროა სუფთა ჰაერი, რადგან დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა ხელს უშლის ტვინის ჟანგბადით მომარაგებას. ეს კი ხელს უწყობს ტვინის ქმედითუნარიანობის შემცირებას 6)თუ ადამიანს არ ძინავს ხალნგრძლივი დროის მანძილზე მისი ტვინის უჯრედები იწყებენ სიკვდილს. 7)არ არის სასურველი ავადმყოფობისას ტვინის გადატვირთვა, რადგან ამ დროს ტვინის ფუნქციონირება შემცირებულია ამან შეიძლება შემდგომი დაზიანებაც გამოიწვიოს. 8)ტვინიც როგორც სხეულის სხვა კუნთი იმისათვის, რომ იყოს ჯანმრთელი საჭიროა მისი ვარჯიში და დატვირთვა. ფიქრი და სწავლა არის საუკეთესო ხერხი ტვინის გასავარჯიშებლად. ნუ გააზარმაცებთ ტვინს. 9)მიუხედავად იმისა რომ ბევრი ლაპარაკი არ არის კარგი, არც დუმილია საუკეთესო გამოსავალი. ისაუბრეთ ინტელექტუალურ თემებზე და ისაუბრეთ საინტერესო ადამიანებთან. 10)ალკოჰოლი, სიგარეტი და ნარკოტიკული საშუალებები ტვინს უკარგავენ შრომისუნარიანობას. (მაგრამ ეს ნივთიერებები არ ვნებენ მხოლოდ ტვინს. მათ მოხმარება ვნებს სხვა ორგანოებსაც, რომელიც ბლოგზეა აღწერილი) 144 შეფასება არ არის
|