x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139025
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512592
როგორ მივიღოთ აუდიო-სისტემის იდეალური ჟღერადობა ავტომობილში?
image


ინტერვიუ ავტომობილების აუდიოსისტემების მოყვარულთა მსოფლიო ასოციაცია EMMA-ს ქართული წარმომადგენლობის თავმჯდომარესთან


როგორ მივიღოთ აუდიო-სისტემის იდეალური ჟღერადობა ავტომობილში? რამდენად ხარისხიანი პროდუქცია შემოდის საქართველოში და რა უნდა გაითვალისწინონ მომხმარებლებლებმა ავტომობილისთვის აპარატურის შეძენის დროს? ამ და აუდიო-სისტემებთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო საკითხებზე AUTO BILD-ის ქართულ გამოცემას ”EMMA საქართველოს” (ავტომობილების აუდიო-სისტემების მოყვარულთა ასოციაცია) თავმჯდომარე ვიქტორ ბუაჩიძე ესაუბრება.


image



- რას ნიშნავს კარგი აუდიოსისტემა ავტომობილში? თითქმის ყველა ავტომოყვარულმა იცის, რომ BOSE, Harman Kardon, Bang & Olufsen არის ერთ-ერთი საუკეთესო ქარხნული სისტემები, რადგან ”მერსედესი” BMW, “აუდი” და თითქმის ყველა სხვა ცნობილი ბრენდები ამ ფირმების აპარატურას იყენებს მათი ავტომობილების ტოპ-კომპლექტაციებში. არის თუ არა ეს მართლაც მაქსიმუმი?


- მოდი, მე კონტრკითხვას დაგისვამთ: როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს საერთოდ კარგი ხმა და კარგი ჟღერადობა? არა მარტო ავტომობილში, არამედ ზოგადად.


- მგონია, რომ კარგი ხმა და ჟღერადობა უნდა იყოს სტუდიური ჩანაწერის იდენტური. ხარისხიანი ჟღერადობა ჩემთვის მაქსიმალურად სუფთა ხმასთან ასოცირდება.


- ნაწილობრივ სწორია, ყოველ შემთხვევაში სწორი გეზი გაქვთ. საერთოდ, კარგი სისტემის დანიშნულება ის არის, რომ მაქსიმალურად ნატურალურად და ყოველგვარი შეფერადების, ან გაუმჯობესების გარეშე გადმოსცეს ის ინსტრუმენტალური თუ ვოკალური ჟღერადობა და სტუდიის ან კონცერტის არტოსფერო, რაც ჩაწერის დროს ისმოდა. ჩანაწერი უნდა გადმოიცეს ისე, რომ მაქსიმალურად ახლოს იყოს ორიგინალ LIVE-ჟღერადობასთან. რაც უფრო ნატურალურად და შეფერადების გარეშე გადმოსცემს აპარატურა ჩანაწერს, მით უფრო მაღალ კლასად ითვლება, რადგან ეს არის ყოველთვის ყველაზე მთავარი.


- დავუშვათ, ადამიანს აქვს ერთ-ერთი საუკეთესო ქარხნული აუდიო-სისტემა ავტომობილში - თუნდაც Bose ან Harman Kardon. რა უნდა ჩართოს, რომ მაქსიმალურად კარგი ჟღერადობა მიიღოს?


- მიუხედავათ ციფრული ტექნოლოგიებისა, დღეს საუკეთესოდ მაინც ვინილი მიიჩნევა (ვინილის ფირფიტები). ეს არის განუმეორებელი ხარისხი, რადგან ჩაწერა ანალოგური ჩაწერის პრინციპით ხდება. ციფრული ჩანაწერი ასეთ ატმოსფეროს ვერ გადმოსცემს. შეიძლება 5-10 წელიწადში ციფრული ჩანაწერის ხარისხიც უკეთესობისკენ შეიცვალოს, მაგრამ დღესდღეობით ასეა. ამას შევადარებდი ფოტოკამერების შემთხვევას: ციფრული ფოტოაპარატის ხარისხი ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, მეტი არ მჭირდება, მაგრამ არის კატეგორია, რომელიც ციფრულ ფოროაპარატებს არ აღიარებს და ჩვენ ვიცით, რომ მათ აქვთ თავიანთი სიმართლე, რადგან ლენტას განუმეორებელი რეალობის და რეალური ფერების გადმოცემის უნარი აქვს. სამწუხაროდ, ვინილს ავტომობილში ვერ ჩავრთავთ - ფირფიტას მოძრაობისას ვერ დავუკრავთ, ხომ ასეა? ასე რომ, მხოლოდ მაღალი ხარისხის ციფრული ჩანაწერით უნდა დავკმაყოფილდეთ - ამ შემთხვევაში ორიგინალი CD დისკი, ან აუდიო-სისტემა, რომელიც უკრავს არაკომპრესირებულ ფორმატებს.


- ანუ, MP3 არ ვარგა?


- MP3 შეკუმშული ვერსიაა მუსიკალური ჩანაწერის, რომელიც, რა თქმა უნდა, ვერ მოგვცემს მაქსიმუმს. MP3 ჩაწერის პრინციპი ზუსტად იმაშია კითხვის გაგრძელება>>>


image



0
89
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0