სხვა ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში ვეფხვმა 13 ადამიანი იმსხვერპლა 2018, 16 სექტემბერი, 12:07 ![]() მისი პირველი მსხვერპლი მოხუცი ქალი იყო, ბოლოს კი მტაცებელმა ერთ-ერთი გარეუბანის გზაზე ბიჭი შეჭამა.
დნმ-ანალიზმა, ვიდეოხაფანგების ჩანაწერებმა და ნაფეხურების შესწავლამ აჩვენა, რომ ცხოველი დაახლოებით 5 წლის მდედრი ვეფხვია.
მას შემდეგ რაც ოფიციალურმა უწყებებმა ვეფხვი ვერ დაიჭირეს, ადგილობრივი კაცები ჩირაღდნებითა და ბამბუკის ჯოხებზე დამაგრებული შუბებით პატრულირებენ ტყეში. ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კაცებს არ აქვთ ძვირადღირებული აღჭურვილობა, თუ ვეფხვს ნახავენ, ცხოველი მათ თავს არ დაესხმება, რადგან ვეფხვები ბევრ ადამიანთან მიახლოებას უფრთხიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაჭერის შემთხვევაში მტაცებელს ზოოპარკში მიაბარებენ. ![]() 19 5-ს მოსწონს
|