პროზა ლევ ტოლსტოისა და ფიოდორ დოსტოევსკის შეხედულება სიკვდილით დასჯაზე 2018, 16 სექტემბერი, 12:08 ტოლსტოი ერთხელ სიკვდილით დასჯას შეესწრო საფრანგეთში და მას მერე განაცხადა, რომ რამდენად სწორიც არ უნდა იყოს ეს აქტი სამართლებლივად, ის მაინც მიუღებელია ! მის ნათქვამში იგრძნობოდა მკაცრად დაცული ჰუმანიზმი, კაცთმოყვარეობა და ქრისტიანული შემართება . რაც შეეხება დოსტოევსკის : დოსტოევსკი თავის რომანში - "იდიოტი", წერს ამ საკითხზე ნაწარმოების მეორე თავში და მიშკინს ალაპარაკებს სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით . მისი აზრით საშინელი გრძნობაა სასოების დაკარგვა და უიმედოდ სიკვდილის მოლოდინი . ამ გრძნობამ ხნიერი უშიშარი კაციც კი აატირა, დააფრთხო და გილიოტინაზე მტირალი აიყვანა . მიშკინის აზრით მკვლელობაზე დიდი სისასტიკე სიკვდილით დასჯაა, რადგან უიმედოდ გარდაცვალება ყოველგვარ სატანჯველს აღემატება . ამრიგად სიკვდილით დამსჯელი მეტად სასტიკი გამოდის, ვიდრე თავად მკვლელი . 126 1-ს არ მოსწონს
|