რჩევები როგორ გავწმინდოთ ოქროსა და ვერცხლის სამკაულები? 2018, 14 სექტემბერი, 18:51
მეთოდი N1: აიღეთ ბამბის ტამპონი, წაუსვით მას ჩვეულებრივი (არამბზინავი) ტუჩსაცხი და მისი საშუალებით გააპრიალეთ ოქროს სამკაული. ეფექტი მომენტალურად შესამცნევი გახდება. წმენდის შემდეგ ზედაპირზე შავ ნადებს დაინახავთ, რაც პომადის დახმარებით მოშორდა სამკაულის ზედაპირს. მეთოდი N2:თუმცა არსებობს სამკაულები, რომლებსაც ერთი ზედაპირი სწორი, მეორე კი უსწორმასწორო აქვთ. ამის გამო, მის გასწმენდად პომადა აღარ გამოგადგებათ. მსგავს შემთხვევაში აიღეთ ჩაის ჭიქა, ჩაასხით მასში გადადუღებული და უკვე გაგრილებული წყალი, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ნიშადურის სპირტი და ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი საშუალება. ჩააწყვეთ ჭიქაში ის სამკაულები, რომელთა გაწმნდაც გსურთ. ჭიქას თავზე პოლიეთილენის პარკი დააფარეთ და 2 საათი გააჩერეთ. შემდეგ ამოიღეთ თქვენი სამკაულები და გარეცხეთ. ნიშადურის სპირტი საფუძვლიანად წმენდს მეტალს და პირვანდელ სახეს უბრუნებს. 553 4-ს მოსწონს
|