x
image
sweet one
როგორ დაიცვა თავი სასქესო ორგანოების დაავადებებისგან
image


* ბევრს ჰგონია, რომ თუკი ადამიანს სექსუალური ურთიერთობები არ აქვს, სასქესო ორგანოების ინფექციაც არ ექნება. ეს რათქმაუნდა მცდარი შეხედულებაა. ინტიმური ჰიგიენის არასწორად დაცვით შესაძლოა ბევრი პრობლემა შეგვექმნას. მათგან ყველაზე ხშირი სოკოვანი დაავადებაა.



სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება მეტად გავრცელებული სენია. სტატისტიკის მიხედვით, 100-იდან 75 ქალს ეს ინფექცია სიცოცხლის მანძილზე ერთხელ მაინც ხვდება.

არ ინერვიულო. დაავადება განკურნებადია, მაგრამ სასურველია განვითარების პირველივე ეტაპზე დაიწყო მკურნალობა რათა შემდგომი გართულებები თავიდან აიცილო.


ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდე:image


დაავადების სიმპტომები: ქავილი და წვის შეგრძნება სასქესო
ორგანოების მიდამოში, თეთრი ხაჭოსებრი გამონადენი საშოდან, დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს.

დაავადების გამომწვევი მიზეზები: იმუნიტეტის დაქვეითება, ანტიბიოტიკებისა და ჰორმონული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება, ინტიმური ჰიგიენის არასწორი ან საერთოდ არდაცვა. და ა.შ...

რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ სასქესო ორგანოების დაავადებებისგან თავი დაიცვა:


#1. სასქესო ორგანოები დღეში ორჯერ დაიბანე, სასურველია გვირილის ნაყენის გამოყენება სუსტი ანტისეპტიკური ეფექტით.



image#2. უპირატესობა ბამბის თეთრეულს მიანიჭე. ერიდე მეტისმეტად მჭიდრო შარვლებს, სველი საცურაო კოსტიუმი კი მალევე გამოიცვალე.
#3. საცვლებს რომ გარეცხავ კარგი იქნება თუ სახლში გააშრობ. ხომ იცი რა მტვრიან ქალაქში ვცხოვრობთ. გაბინძურებული თეთრეული კი სოკოს განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
#4. სასქესო ორგანობისთვის ცალკე გქონდეს პატარა პირსახოცი, რომელსაც თითოეული გამოყენების შემდეგ გარეცხავხოლმე.


#5. საეჭვო ნიშნის გაჩენისთანავე ექიმს მიმართე. მკურნალობის შემდეგ გამოკვლევბა ჩაიტარე, რათა დარწმუნდე, რომ დაავადებისგან საბოლოოდ განთავისუფლდი.


5
1508
6-ს მოსწონს
ავტორი:sweet one
sweet one
1508
  
2012, 6 ივლისი, 12:55
ინტიმური ჰიგიენა დაიცავით ხოლმე და სისუფთავე ყველაფერია
2012, 6 ივლისი, 12:54
როგორ და პირველ რიგში დაიცავით თავი მაშIნ :D:D
2012, 6 ივლისი, 12:49
+1 მაგრამ კაცებსაც გვაინტერესებს როგორ დავიცვათ =((
0 1 5