x
image
ზოგადი განათლება
რას ნიშნავს: ''ამინ და კირიე-ელეისონ!'', ''მოუსვი ბაყაყური'', ''ალჩუ დაუჯდა'' ? – ფრაზეოლოგიზმების განმარტებანი

ნაკლებად ცნობილი ქართული ფრაზეოლოგიზმები

image


1)ამინ და კირიე-ელეისონ! - მორჩა და გათავდა! მეტი რაღა გინდათ?!

2)ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა - არეულობის გამოყენება პირადი ინტერესებისათვის.

3)ანგელოზმა ჩამოიარა - სიჩუმე ჩამოვარდა, სიჩუმეა, ხმას არავინ იღებს.


4)არახუნებს მოშლილი წისქვილივით - უაზროდ ლაპარაკობს.

5)აფრის აშვება - დაურიდებლად მოქცევა, აწყვეტა.

6)ააბრუნა წისქვილი - დაიწყო დაუსრულებელი ლაპარაკი.

7)ალჩუ დაუჯდა - მოიგო იხეირა, გაუმარჯვდა, წარმატებდა ხვდა.

8)აქ გატყდა ტაბიკი - გაჭირდა საქმე, მის აღსრულებას დიდი დაბრკოლება გადაეღობა.

9)ბალბა არ მომიხარშო - ვერას მიზამ, ვერას დამაკლებ, ვერ დამჭრი იარაღით.

10)დორანში ჩავარდნა - კეთილი ცხოვრება, სიმდიდრე, იღბალი.

11)კაკას ხიდის გავლა - ასავალ-დასავლის დაკარგვა, კვალწმინდად დაღუპვა, უკან ვეღარ დაბრუნება.

12)კვაჭი - გაიძვერა, გაქნილი, მოხერხებული ადამიანი.

13)მოუსვი ბაყაყური - თავიდან მომწყდი, სწრაფად მოშორდი აქაურობას.

14)უქასურებს - ელამუნება, ელაქუცება მოსატყუებლად.

15)ცეცხლი მოასვენე - ჩააქრე, გააქრე, ნუ უკიდია.

16)ქუდის გვერდზე დახურვა - თავმომწონეობა, ამპარტავნება, არხეინად, მხიარულად ყოფნა, უდარდელობა.

17)ქვეყანა ჩალით არის დახურული - ხალხი უპატრონოდ არის დატოვებული, დანაშაულზე არავინ აგებს პასუხს, გაჭირვებულთ ქომაგი არ ჰყავთ.

18)ფეხის ხმის აყოლა - სხვისი მიბაძვით საქმის კეთება, კეთება იმისა, რაც არ შეგფერის, რაც შენს ძალ-ღონეს აღემატება.

19)რა ასკილივით იქნევ თავს! - თანხმობა ყველაფერზე - მართალზეც და ტყუილზეც, ორჭოფობა.

20)ნაბდის გაშლა მიწა - სულ მცირედი ფართობი მიწისა.



image

ასევე დაგაინტერესებს:

1)2018 წლის საქართველოს უნივერსიტეტების საბოლოო რეიტინგი ჩარიცხულთა რაოდენობისა და ქულების მიხედვით

2) რატომ არ გაიცემა ნობელის პრემია ლიტერატურაში 2018 წელს?

3)2018 წლის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგი ცნობილია, კემბრიჯმა ლიდერის პოზიციები დაკარგა, ხოლო საქართველო რეიტინგში საერთოდ ვერ მოხვდა

4)რატომ არის სიცოცხლისთვის საშიში: ფანტა, კექსი, ნაყიდი ვაშლი...

5) ყველაზე ჭკვიანი

0
460
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
460
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0