* თუკი ხელ-ფეხი ხშირად გეყინება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ''წერილი მიგაქვს'', ან რაიმეზე მეტისმეტად ნერვიულობ.
თურმე ამგვარი უცნაური სიმპტომი ძალიან ბევრ ქალსა და მამაკაცს აქვს და გაყინულ კიდურებთან ''ჰარმონიულად'' თანაარსებობს.
* თუმცა ისიც ყველამ კარგად ვიცით, რომ ცივსისხლიანი რეპტილიებისგან განსხვავებით, ადამიანის სხეულის ტემპერატურა გარკვეულ ფარგლებში მერყეობს, ხოლო მისი მატება ან კლება რაიმე პათოლოგიის მაჩვენებელი უნდა იყოს.
* როგორც სპეციალისტები ამბობენ, ხელ-ფეხის ხშირი გაყინვა პერიფერიული სისხლის მომარაგების მოშლის ბრალი ყოფილა. თავის მხრივ, მიკროცირკულაციის დარღვევას კი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ნაკლოვანება განაპირობებს.
* ამდენად, თუკი კიდურების ხშირი გაციება შენთვის უცხო არ არის, გირჩევ ენდოკრინოლოგს მიაკითხო. იგი სავარაუდოდ ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევას გირჩევს და შესაბამის მკურნალობასაც ჩაგიტარებს.