x
image
Maia kordzadze
როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი 5 წუთში
მაკიაჟი-ის სურათის შედეგი

მაკიაჟი ქალისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამაა.

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ძალიან გვეჩქარება და მოსამზადებლად მხოლოდ 5 წუთი გვაქვს. თუ თითეულ პროცედურას 1 წუთს მოანდომებთ, ყველაფერი გამოგივათ.


პირველ რიგში აუცილებელია სახის შეფერვა ერთ ტონალობაში. ამისათვის ყოველგვარი ფუნჯების გარეშე შეიძლება პირდაპირ თითებით გაინაწილოთ ტონალური სახეზე და შემდეგ ცოტა კონსილერი დაიტანოთ თვალებსა და ცხვირის მიდამოებში.



ტონალურის წასმა სახეზე თითებით-ის სურათის შედეგი


მოვლილი წარბი ქალს უფრო მომხიბვლელს ხდის. ამიტომ ამისთვის არ უნდა დავინანოთ 1 წუთი.

გამოყავით წარბები კონტურით, დაივარცხნეთ წარბები ზევით და ფანქრით ამოავსეთ ცარიელი ადგილები. შემდეგ კი გადაივარცნეთ წარბის მიმართულებით.


წარბების მოხატვა ფანქრით-ის სურათის შედეგი


თვალს ყოველთვის ამშვენებს ლაინერი და წამწამების ტუში. შეეცადეთ, წამწამების ძირებში, ზიგზაგისებური მოძრაობა გააკეთოთ ფუნჯით და მიმართულება ზევით მისცეთ. თუ დრო ცოტა დაგრჩათ, აიპრიხეთ წამწამების ბოლოები შუა ნაწილიდან ბოლოსკენ. დამერწმუნეთ, ეს უფრო მიმზიდველს გახდის თქვენს მზერას.

წამწამების ტუშით -ის სურათის შედეგი


იმისთვის, რომ ტუჩის კონტურზე ბევრი არ იწვალოთ, გამოიყენეთ ტუჩსაცხი-ბალზამი: ის ტუჩებს ნახევრად გამჭვირვალე ფერს აძლევს და მარტივად ნაწილდება ტუჩებზე. თუკი ხავერდოვანი ტექსტურა გიზიდავთ, მაშინ წაისვით ტუჩსაცხი ტუჩის შუა ნაწილში და თითით გადაინაწილეთ მთლიან ტუჩზე. თამამად აირჩიეთ მკვეთრი ფერის ტონი ტუჩისთვის.


image


0
91
1-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0