x
image
მაკუნა
Mediator image
რეპეტიტორი - აუცილებლობა თუ მავნე ჩვევა


imageთანამედროვე ქართული საგანმანათლებლო პროცესი წარმოუდგენელია რეპეტიტორის გარეშე, რასაც მოწმობს “განათლების პოლიტიკისა, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხდევითაც, ჩვენს ქვეყანაში ყოველ მეოთხე აბიტურიენტს კერძო რეპეტიტორი ჰყავს. გასული წლის ივლის-დეკემბერში გამოიკითხა 1200 მშობელი, რომელთა შვილები საშუალო სკოლის სხვადასხვა საფეხურზე სწავლობენ. როგორც გაირკვა, რეპეტიტორებთან მზადების მაჩვენებელი იზრდება საფეხურის ზრდასთან ერთად და კრიტიკულ ნიშნულს დამამთავრებელ კლასში აღწევს. მასშტაბები განსხვავებულია ცენტრსა და პერიფერიაში, მაღალშემოსავლიან და დაბალშემოსავლიან ჯგუფებში. შესაბამისად, დედაქალაქში მცხოვრები მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახების დამამთავრებელ კლასში მყოფი თითქმის ყველა მოსწავლე ემზადება რეპეტიტორტან. განსაკუთრებით გაიზარდა სხვადასხვა საგანში მომზადების მსურველი მოსწავლეების რიცხვი მას შემდეგ რაც სკოლებში საატესტატო გამოცდები შემოვიდა. არ ემზადება და არც საჭიროდ თვლის გამოკითხულთა მხოლოდ 10%.
როგორც აღნიშნული კვლევის ავტორები ამბობენ, მიუხედავად რეპეტიტორობის ინსტიტუტის ასე ფართოდ გავრცელებისა, იმ მოსწავლეთაგან რომელიც კერძოდ ემზადებიან, ყოველი მეხუთე უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებს ვერ აბარებს, თუმცა რეპეტიტორის გარეშე გაამოცდაზე გასული ყოველი მეორე აბიტურიენტი ვერ ხვდება უმაღლეს სასწავლებელში. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რეპეტიტორების სერვისით თანაბრად სარგებლობენ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საშუალო სკოლის მოსწავლეები. ამასთან წლის მანძილზე მშობლების მიერ გადახდილი თანხა დაახლოებით იმდენივეა, რა თანხითაც აფინანსებს სახელმწიფო ზოგად განათლებას. ცნობისათვის, ერთ საგანში მომზადების საფასური წელიწადში საშუალოდ 1000-1500 ლარი ჯდება.
არადა განათლების რეფორმის მთავარი მიზანად ხომ “ვარდოსნებმა” მოქრთამვით “მოწყობასთან ”ერთად სწორედ რეპეტიტორების ინსტიტუტის გაუქმება დაისახეს, თუმცა როგორც ჩანს ერთიანი ეროვნული გამოცდების დანერგვიდან ექვსი წლის თავზეც კი სკოლა ვერ ახერხებს მიაღწიოს სწავლების იმ ხარისხს, რომლითაც მოსწავლე პირდაპირ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებდა.
მოსწავლეეები და მასწავლებლები Dერთხმად აღნიშნავენ, რომ რეპეტიტორი დღეს ისეთივე საჭიროა როგორც ეროვნულ გამოცდებამდე. უბრალოდ თავად რეპეტიტორებს დასჭირდათ ახალ სისტემაზე “მორგება”, მოთხოვნასთან ერთად გამოჩნდნენ სრულიად ახალი ტიპის “უნარების მასწავლებლები”, რომელთაც რთული ამოცანა დაეკისრათ_ერთ წელიწადში მოსწავლეებისთვის ანალიტიკური ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევები უნდა გამოემუშავებინათ, რასაც წესით მოსწავლე წლების განმავლობაში თანდათან უნდა ითვისებდეს.
რეპეტიტორების “ მავნე ტენდენციის” დასაბალანსებლად და სკოლაში მოტივაციის ასამაღლებლად, განათლების სამინისტრომ 2011 წლისთვის სკოლაში დამამთავრებელი საატესტატო გამოცდების რაოდენობა რვა საგნამდე გაზარდა, ამ ცვლილებას წესით მოსწავლეებისათვის სკოლაში სწავლის მოტივაცია უნდა აემაღლებინა, თუმცა პირიქით არმოჩნმდა_ აბიტურის საათებს, სადაც მოსწავლეებს ამ გამოცდისთვის სკოლის მასწავლებლები ამზადებენ, თითო ოროლა ბავშვი თუ ესწრება. უმრავლესობამ კი დახმარებისთვის კვლავ რეპეტიტორებს მიმართა. განათლების სისტემაში გატარებულმა ვერცერთმა ცვლილებამ ამ დროისათვის ვერ შეძლო რეპეტიტორის ჩანაცვლება.
“ქართული სიტყვასთან” საუბრისას მშობლები და პედაგოგები საუბრობენ იმ მიზეზებზე, რის გამოც დგება რეპეტიტორთან მომზადების აუცილებლობა:
“ხშირად მიწევს სახლში დავალების ახსნა შვილისთვის, კლასში 32 მოსწავლეა და წარმოუდგენელია ბოლომდე გააზრებინოს ყველა მოსწავლეს მასალა, ვერც იმას არკვევენ ვინ გაიგო და ვინ არა ახსნილი. საშუალება რომ მქონდეს უფრო მეტ საგანში მოვამზადებდი, მაგრამ მირჩევნია უცხო ენასა და მატემატიკას დავჯერდე, დანარჩენს კი საკუთარი ძალებით გავუმკლავდე, კარგი იქნება თუ კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა როგორმე დარეგულირდება, სხვა მხრივ ბოლო წლებია სკოლაში ვითარება გაუმჯობესდა, გაკვეთილები არ ცდება და მოსწავლეებიც მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან პროცესს “_ ამბობს ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელი.
30 სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი:
“დაბალ კლასებში რეპეტიტორებთან მისვლის მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ მშობელს დრო არ რჩება სასწავლო პროცესის გასაკონტროლებლად და ურჩევნია ეს საქმე სპეციალისტს ანდოს, რომელიც ბავშვს დავალებების სწორად და ხარისხიანად შესრულებაში დაეხმარება, რეპეტიტორის აყვანას ამჯობინებენ მაშინაც, როდესაც ბავშვი რაიმე სუბიექტური მიზეზის გამო ვერ ითვისებს სკოლის პროგრამას და საგრძნობლად ჩამორჩება თანაკლასელებს.
დანარჩენ შემთხვევაში კი რეპეტიტორს აუცილებელზე მეტად “სათადარიგო”
დანიშნულება აქვს და შესაძლოა მავნებელიც იყოს ბავშვისათვის, რადგან დამოუკიდებლად დავალებების შესრულება სირთულეების დაძლევა მნიშვნელოვანი უნარია. იძულებით, მკაცრი ზედამხედველობის ხარჯზე მიღებული ცოდნა კი საფუძვლიანი და ღრმა ვერ იქნება. რაც შეეხება აბიტურიენტებს, უმეტესობა ურფო თავდაჯერებულია, მაშინ, როდესაც რეპეტიტორის მეშვეობით ემზადება გამოცდისათვის. მასწავლებლები ყველანაირად ვცდილობთ სკოლაშიც მაქსიმუმი მივცეთ მოსწავლეებს, თუმცა არ უარვყოფ რომ კერძოდ მომზადებისას უფრო მეტი დრო გაქვს ინდივიდუალური მიდგომისათვის.”
იმის გამო რომ სკოლის განათლება ვერ უზრუნველყოფს სათანადო ხარისხს, მოსახლებაში არის სოციალური უთანასწორობის განცდა, რადგან რეპეტიტორების სერვისის სარგებლობა მხოლოდ შეძლებულ ოჯახებს აქვთ, მოსახლეობის უმეტესებას კი მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება .
რეპეტიტორების ინსტიტუტს “ჩრდილოვან განათლებასაც” უწოდებენ, რადგან მათი საქმიანობა არ რეგულირდება სახელმწიფოს მიერ, არ არსებობს რეპეტიტორის ლიცენზია, ამიტომ შეუძლებელია ხარისხობრივი თუ ფინანსური კონტროლი. სხვათაშორის გასულ წელს საზოგადოებაში აქტუალური გახდა რეპეტიტორებისა და ძიძების დაბეგვრის თემა, რომელსაც ჭორი უწოდეს საკანონმდებლო ორგანოში. როგორც უმრავლესობის წევრი ზურაბ მელიქიშვილმა აღნიშნა :”არათუ მსგავსი რამის განხორციელება არ იგეგმება, განხილულიც კი არ ყოფილა რეპეტიტორებისა და ძიძების დაბეგვრის საკითხი”.
პარლამენტის თავიჯდომარემ კი მეტი დამაჯერებლობისთვის საზოგადოებას შეახსენა, რომ “ის მიკრო ბიზნესმენები რომელთა წლიური ბრუნვა 30 ათას ლარზე ნაკლებია, გადასახადებისგან გატავისუფლებულები არიან, სწორედ ამ კატეგორიაში შედიან ძიძები და რეპეტიტორები.
მიუხედედავად იმისა, რომ რეპეტიტორების ჩანაცვლების ალტერნატიულ გზად და სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად განათლების სამინისტრომ და კომპანია “სილქნეტმა” შექმნეს ვიდეოგკვეთილების ინტერნეტვერსიც, ჯერჯერობით კონკურენტულ პროდუქტად მაინც არ ითვლება, რადგან დღემდე მშობლებში ნდობის ხარისხი რეპეტიტორების მიმართ გაცილებით მაღალია, ვიდრე სკოლისა თუ ვიდეოგაკვეთილების მიმართ.

"ქართული სიტყვა"
მოამზადა მაკა დეკანოსიძემ

0
303
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0