x
მეტი
  • 02.10.2024
  • სტატია:137399
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511343
სალომბარდე ინდუსტრია

imageლომბარდების სიმრავლე ჩვენს ქალაქში განსაკუთრებით თვალშისუაცემია, კონკურენციის მიუხედავად სერვისს მომხმარებელი მრავლად ჰყავს .
ოქრო, ძვირფასეულობა, ტექნიკა, ავტომობილი, კრიტიკულ სიატუაციაში ეს ყველაფერი ფულად სულ რამდენიმე წუთში იქცევა ლომბარდის საშუალებით. კრიტიკული სიტუაციები და ეკონომიური არასტაბილურობა კი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უცხო ნამდვილად არაა. ღატაკ ფენას რომ დასალომბარდებელი არაფერი აქვს ფაქტია. მოსახლეობის დიდი ნაწილი კი უკვე წლებია ლომბარდების მომსახურებით სარგებლობს. წამყვანი ადგილი ამ ბაზარზე ოქროს უკავია. “კარგი ცხოვრების დროს” შეძენილი ძვირფასეულობა ბევრი ოჯახისათვის “დუხჭირ ცხოვრებაში” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვისაც ჭკუა და ძვირფასეულობა ეყო, მცირე ბიზნესი დაიწყო დალომბარდებული ოქროს წყალობით. არიან ისეთებიც ვინც ლომბარდში დაბალ პროცენტად დააგირავა ოქროულობა, აღებული ფული კი მაღალი პროცენტით გააპროცენტა და დღემდე ამით არჩენს ოჯახს.
სალომბარდო ბაზრის წესები საკმაოდ მკაცრია, ხშირია შემთხვევა როცა ნივთს მფლობელი პროცენტის გადაუხდელობის მიზეზით უკან ვეღარ იბრუნებს, როგორც თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარე კერძო ლომბარდში მითხრეს დაახლოებით 20- 30 %-ს ნივთი უკან ვეღარ გააქვს
ლომბარდის ოპერატორი:
“ბოლო წლებია ერთიორად გაიზარდა ჩვენი კლიენტების რაოდენობა, მოაქვთ ყველაფერი ოქრო, ბაჯაღლო, ძვირფასი თვლები, თუმცა ყველა ლომბარდში არ იბარებენ თვლებს. ადრე თუ ძირითადად ახალგაზრდები აგირავებდნენ ნივთებს, ახლა ხშირად მოდიან ქალები, ოჯახიდან გამოაქვთ თუ რამე აქვთ ღირებული, სამწუხაროდ ხშირია შემთხვევა, რომ უკან ვეღარ გააქვთ, არიან ისეთებიც ვინც ერთი ბეჭდის პროცენტს წლობით იხდის, საბოლოო ჯამში ნივთის ღირებულებაზე ბევრად მეტი გამოდის, თუმცა იმ მიზეზით რომ გარკვეული მოგონება აქვს, ან უბრალოდ მისთვის განსაკუთრებული ადამიანის ნაჩუქარია არ უნდა დაკარგვა. ჩვენ ლომბარდში გადაცილებულ დღეებზე გადასახადი არ არის, პროცენტიც არ გვაქვს მაღალი ოქროზე, გაცემული თანხის 3%, ამიტომ ძალიან ბევრი ალომბარდებს ჩვენთან.. ხშირად მოსულან თხოვნით, რომ რამდენიმე დღე არ გავუყიდოთ, ასევე უბნელებს ვისაც კარგად ვცნობთ ორი თვე არ გადაუხდიათ და არ გაგვიყიდია მაქსიმალურად ვცდილობთ ანგარიში გავუწიოთ მოსაახლეობასაც, მაგრამ ეს ბიზნესია. ამ ბოლოს საქორწინო კალიცოების დალომბარდება საკმაოდ გახშირდა, თუმცა გატანისას პირველ რიგში ეს ბეჭედი გააქვთ, ისიც უნლდა აღინიშნოს რომ უმეტესად უპრობლემოდ მამაკაცები იხსნიან კალიცოებს, ძირითადად არაფხიზელ მდგომარეობაში და ფული ქეიფის გასაგრძელებლად ჭირდებათ, მეორე-მესამე დღეს კი მორბიან გასატანად.
ყველაზე მეტად ტექნიკის გატანა უჭირთ, რადგან ამ შემთხვევაში პროცენტი დღეების მიხედვით განისაზღვრება და საკმაოდ მაღალია, ტელეფონების ფასი ძალიან დაკლებულია და მათი დალომბარდებაც მკვეთრად შემცირებულია, ახლა უმეტესად ლეპტოპი, ციფრული ფოტოაპარატი, კამერა, აიპოდი, პლაზმური ტელევიზორი შემოაქვთ. ზოგი წინასწარვეა შეგუებული დაკარგვას, მაგრამ იმდენად ჭირდება ფული იმ წუთას მაინც უღირს. ზოგსაც ახლობელი მოჰყავს რომ მან მაინც გამოისყიდოს, .
ერთმა ბიჭმა 300 დოლარად დაალომბარდა ლეპტოპი, რომლის გატანასაც ვეღარ ახერხებდა, მოვიდა და გვთხოვა ძვირადღირებული პროგრამა მიწერია და გადამაწერინეთ მაინცო, რა თქმა უნდა უარი არ გვითქვამს.
არიან ისეთებიც რომლებიც მხოლოდ აბარებენ და ფული გააქვთ, შემდეგ კი საერთოდ იკარგებიან, ვერც ტელეფონით ვუკავშირდებით. რა თქმა უნდა, მათი ნივთი იყიდება ვადის ამოწურვის შემდეგ. მოსულან ნათესავებიც პროცენტის გადასახდელად, რადგან ვინც დაალომბარდა დაჭერილია, ასეთი შემთხვევა საკმაოდ ხშირია, გატანის უფლება კი ნათესავს არ აქვს.
საერთოდ კი ისეთი სახე აქვს ყველა აქ მოსულს შეგეცოდება, ყვებიან საოცარ ისტორიებს, ვის წამლისთვის უნდა ფული, ვის უბრალოდ ლუკმა-პურისთვის . თვეში რომ 5 ლარ პროცენტს ვერ გადაიხდის ადამიანი, რომ საკუტარი ძვირფასი ნივთი არ გაიყიდოს წარმოიდგინე რამდენი რამ აკლია მის ოჯახს?!.”
გარდა ოქროულობის და ტექნიკის ლომბარდისა თბილისში არანაკლებ პოპულარულია ავტოლომბარდები, სადაც სულ ადვილად შეგიძლიათ ძვირადირებული ჰამერი სულ რამდენიმე ათასად დაკარგოთ, ეს რომ არ მოხდეს დეტალურად უნდა გაეცნოთ ხელშეკრულების პირობებს, ორივე მხარის ვალდებულება აწონ-დაწონოთ და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღოთ. ასევე ავტომანქანის დალომბარდებისას თვიური პროცენტის გადახდაც საკმაოდ სოლიდური მოგიწევთ. ასე რომ ამ შემთცვევაში მეტი სიფრთხილე გმართებთ.
კერძო ლომბარდების გარდა, სალომბარდო მომსახურება აქვს “საქართველოს ბანკსაც”, სადაც ოქროსა და ვერცხლს იბარებენ, ბანკი კლიენტების მიზიდვას დაბალი პროცენტით ცდილობს, თუმცა ყოველ გადაცილებულ დღეზე 50 თეთრს ამატებს, აქ თხოვნა არ ჭრის, გამაფრთხილებელი ზარის შემდეგ თუ სასწრაფოდ არ გადაიხდი პროცენტს არავინ დაგინდობს.


გაზეთი "ქართული სიტყვა"
მაკა დეკანოსიძე

4
606
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
606
  
2012, 7 ივლისი, 0:47
ხო უფრო ჭარბობს ეგ კატეგორია, სამწუხაროდ!
2012, 7 ივლისი, 0:42
რა გითხრა აბა პავლოვზე(გეცოდინება გატენილი რომაა ლომბარდებით) ვცხოვრობ და ყოველდღე ვხედავ ვინ შედის,ვინ გამოდის. კარგა ხანია მე აქ ლუმა-პურის გამო შესული არავინ მინახავს აი სლოტ კლობის ფულის გამო,იცოცხლე,რამდენიც გინდა.
2012, 7 ივლისი, 0:38
სამწუხაროდ, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანებსაც უჭირთ ზოგჯერ და იძულებული ხდებიან ოჯახიდან გამოიტანონ ღირებული ნივთი, ლუკმა-პურის სანაცვლოდ
2012, 7 ივლისი, 0:36
მთელი უბედურება ისაა,რომ 90% წამლის,ტოტალიზატორის და კაზინოს გამო მიდის ლომბარდში.
0 1 4