რელიგია გერმანიაში სასულიერო პირებმა 3600 ბავშვზე სექსუალურად იძალადეს 2018, 13 სექტემბერი, 9:30 ![]() კველევა გერმანულმა უნივერსიტეტებმა ჩაატარეს გერმანიის ეპისკოპოსთა კონფერენციის შეკვეთით.1946-2014 წლამდე 3677 ბავშვზე მოხდა სექსუალური ძალადობა, რა დროსაც მხილებულია 1670 სასულიერო პირი. მსხვერპლთა უმეტესობა ბიჭია, რომელთა ასაკი 13 წელს არ აღემატება. გერმანიაში ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება 25 სექტემბერს გაკეთდება. 12 სექტემბერს რომის პაპმა ფრანცისკემ ეკლესიაში სექსუალური ძალადობის თემაზე უპრეცედენტო კონფერენცია გამართა, სადაც გადაწყდა, რომ ვატიკანში 2019 წლის 21-24 თებერვალს პაპი მთელი მსოფლიოდან კათოლიკე ეპისკოპოსებს მოიწვევს, სადაც საუბარი არასრულწლოვანთა დაცვაზე იქნება. შეგახსენებთ, სულ ერთი თვის წინ აშშ-ში, კერძოდ, პენსილვანიის შტატში გამოქვეყნდა ანალოგიური კვლევის შედეგები, სადაც კათოლიკე მღვდლებმა ბოლო 70 წლის განმავლობაში, 1000-ზე მეტ ბავშვზე სექსუალურად იძალადეს. იხილეთ მსგავს თემაზე:სკანდალი პოლონეთში-მღვდელი არასრულწლოვანებს მუხლებს ალოკინებდა 93 4-ს მოსწონს
|