x
image
თორ ნიკე
საჯარო სიტყვა, რომელმაც დონალდ ტრამპს გამარჯვება მოუტანა
რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, ბიზნესმენი დონალდ ტრამპი 2017 წლის 20 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გახდა. მას ჰქონდა და აქვს მკვეთრი ეროვნული (ნაციონალისტური) პოზიცია უამრავ საკითხზე და პირველ რიგში აყენებს თავის ქვეყანას და ერს და შემდეგ დანარჩენებს. გლობალისტები რა თქმა უნდა მის ფიზიკურ მოსპობაზეც კი ოცნებობენ, რაც ხშირად გამოჩნდა თვითონ ლიბერალების და მულტიკულტურალიზმის მეხოტბეების გაბრაზებულ კომენტარებში, როდესაც ამერიკელი ხალხის პატრიოტული და კონსერვატული ნაწილი მის გამარჯვებას ზეიმობდა. მინდა შემოგთავაზოთ ის გამოსვლა, რომელზეც ბევრი ამბობს, რომ მისი მოგების ერთ-ერთი უმთავრესი განმაპირობებელი იყო:


საჯარო სიტყვა,  რომელმაც დონალდ ტრამპს გამარჯვება მოუტანა


"ჩვენი მოძრაობა მიზნად ისახავს წარუმატებელი და გახრწნილი მმართველი ელიტის ჩანაცვლებას ახალი მთავრობით, რომელიც თქვენი - ამერიკელი ხალხის მიერ იქნება კონტროლირებული. ვაშინგტონის ელიტა, ასევე ფინანსური და მედია კორპორაციები, რომლებიც აფინანსებენ მას, არსებობენ მხოლოდ ერთი მიზნისთვის - რათა დაიცვან და გაამდიდრონ საკუთარი თავი. ამ არჩევნებში წაგება მათთვის ტრილიონობით დოლარის რისკის ქვეშ დაყენებას ნიშნავს. ვინც აკონტროლებს ძალაუფლების ბერკეტებს ვაშინგტონში გლობალური ინტერესთა ჯგუფისთვის, ისინი უკავშირდებიან ამ ხალხს, რომელსაც თქვენი კეთილდღეობის იდეა საერთოდ არ ამოძრავებს.

ჩვენი კამპანია წარმოადგენს ჭეშმარიტ ეგზისტენციალურ საფრთხეს მათთვის, ისეთს, როგორიც აქამდე არადროს უნახავთ. ეს არაა უბრალოდ რიგითი, ოთხწლიანი არჩევნები, ეს გზაგასაყარია ჩვენი ცივილიზაციის ისტორიაში, რომელიც გადაწყვეტს, ჩვენ, ხალხი, დავიბრუნებთ თუ არა კონტროლს საკუთარ მთავრობაზე.



პოლიტიკური ელიტა, რომელიც ჩვენს შეჩერებას ცდილობს, იგივე ჯგუფია, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს კატასტროფულ სავაჭრო გარიგებებზე, მასობრივ უკანონო იმიგრაციაზე და საგარეო გადაწყვეტილებებზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას სისხლი გაუშრო. პოლიტიკურმა ელიტამ გამოიწვია ჩვენი ქარხნებისა და სამუშაო ადგილების განადგურება. გაიტანა რა ისინი მექსიკაში, ჩინეთში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ეს გლობალური ძალაუფლების სტრუქტურაა. რომელიც პასუხისმგებელია იმ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე, რომელმაც გაძარცვა ჩვენი მშრომელთა კლასი, დააკარგვინა სიმდიდრე ჩვენს ქვეყანას, და ეს ავლა-დიდება მცირეოდენი უზარმაზარი კორპორაციების და პოლიტიკური წარმონაქმნების ჯიბეში მოათავსა.


ეს არის ბრძოლა ჩვენი ერის გადარჩენისთვის და 8 ნოემბერი იქნება ჩვენი უკანასკნელი შანსი მის გადასარჩენად, ეს არჩევნები გადაწყვეტს, ვართ ჩვენ თავისუფალი ერი, თუ გაგვაჩნია მხოლოდ ილუზია დემოკრატიისა და სინამდვილეში კი ვექვემდებარებით მცირე, გლობალისტური დაჯგუფებების კონტროლს, რომელიც აყალბებს საარჩევნო სისტემას და ჩვენი სისტემა დანამდვილებით გაყალბებულია... ეს რეალობაა - ამის შესახებ თქვენც იცით, მეც ვიცი, მათაც იციან და შეიძლება ითქვას, რომ მთელმა მსოფლიომ იცის...

კლინტონების დაჯგუფება ამ ძალაუფლების სისტემის ცენტრშია. ჩვენ ეს ყველაფერი უშუალოდ ვიხილეთ "ვიკილიქსის" დოკუმენტებში. რომელთა თანახმადაც ჰილარი კლინტონი ფარულად ხვდება საერთაშორისო ბანკების წარმომადგენლებს, რათა დაგეგმოს აშშ-ს სუვერენიტეტის ბოლოს მოღება, რათა გაამდიდროს ეს გლობალური ფინანსური ძალები, მისი დამფინანსებლები და დონორები. გულწრფელად რომ ვთქვათ, კლინტონი დასაჭერია.


კლინტონების მიერ გამოყენებული ყველაზე მძლავრი იარაღი არის კორპორატიული მედია და პრესა. მოდით, გარკვევით ვთქვათ: კორპორატიული მედია ჩვენს ქვეყანაში აღარაა დაკავებული ჟურნალისტიკით. ისინი წარმოაგდენენ კერძო პოლიტიკურ ინტერესებს. ისინი არ განსხვავდებიან ლობისტებისგან ან სხვა ამგვარი საფინანსო წარმონაქმნებისგან, რომელთაც სრულფასოვანი პოლიტიკური მიზნები გააჩნიათ და ეს მიზნები არა თქვენს, არამედ მათს ინტერესებს ემსახურება. ნებისმიერი, ვინც ეწინააღმდეგება მათ კონტროლს, შერაცხულია "რასისტად", "სექსისტად", "ქსენოფობად", ისინი იცრუებენ, იცრუებენ და კვლავაც იცრუებენ და წავლენ იმაზე ბევრად უარეს ქმედებებზეც, ვიდრე სირუეა, ისინი ყველაფერზე წავლენ...


კლინტონების ოჯახი დამნაშავეა. ეს სათანადოდ დოკუმენტირებულია და ელიტა, რომელიც იცავს მათ, დაკავებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი ქმედებების კვალის დაფარვით, რომელიც ხდება სახელმწიფო დეპარტამენტსა და "კლინტონების ფონდში", რათა მათ ხელშემწყობ კლინტონებს ძალაუფლება შეუნარჩუნონ. მათ იცოდნენ, რომ ყველანაირ სიცრუეს გამოიყენებდნენ რაც კი შეეძლოთ ჩემი ოჯახისა და ჩემთვის ძვირფასი ადამიანების წინააღმდეგ. მათ იცოდნენ, რომ ყველაფერზე წავიდოდნენ ჩემს შესაჩერებლად. მიუხედავად ამისა, მე სიამოვნებით ავიღებ მახვილსა და ისრებს, თქვენთვის და ჩვენი მოძრაობისთვის, რათა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. ვიცოდი, რომ ოდესმე ეს დღე დადგებოდა, ეს უბრალოდ დროის საკითხი იყო. და მე ვიცოდი, რომ ამერიკელი ხალხი წინ აღუდგებოდა ამ ყველაფერს და ხმას მისცემდა იმ მომავალს, რომელსაც იმსახურებენ.


ერთადერთი რამ, რასაც ამ კორუმპირებული ჯგუფის შეჩერება შეუძლია - ხართ თქვენ! ერთადერთი ძალა, რომელიც საკმარისია ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად - ვართ ჩვენ! ერთადერთი ხალხი, რომელიც საკმარისად მამაცია, რომ არჩევნების გზით შეაჩეროს ეს კორუმპირებული ელიტა, ხართ თქვენ - ამერიკელი ხალხი! ჩვენი დიდებული ცივილიზაცია საბედისწერო მომენტამდე მივიდა. დამიჯერეთ მეგობრებო, მე არ მჭიდებოდა ამის გაკეთება, მე არაჩვეულებრივი კომპანია ავაშენე და მშვენიერი ცხოვრება მქონდა, შემეძლო დავმტკბარიყავი ჩემი და ჩემი ოჯახის წარმატებული ბიზნეს გარიგებების და ბიზნესების წარმატებების შედეგებით, ნაცვლად ამ სიცრუის, ტალახის სროლის და თავდასხმების გადატანისა, რაც გამოვიარე. ვინ იფიქრებდა?! მე ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ თუ მე ამ ქვეყანამ ამდენი რამის გაკეთების და ამხელა წარმატების მიღწევის საშუალება მომცა ბიზნესში, მაშინ მე ახლა უკვე ძლიერად ვგრძნობ, რომ ჩემი ჯერია, ამ ქვეყანას, რომელიც მიყვარს - სიკეთე სიკეთით გადავუხადო. მე ვაკეთებ ამას ხალხისთვის - ჩვენი მოძრაობისთვის! ჩვენ დაგიბრუნებთ ამ ქვეყანას და კვლავ ვაქცევთ ამერიკას დიდებულ ქვეყნად!"



ასევე დაგაინტერესებთ:

1. დონალდ ტრამპის ლექსი მიგრანტებზე



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
334
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0