მსოფლიო დონალდ ტრამპის ლექსი მიგრანტებზე 2018, 8 აპრილი, 19:17 დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ გამოსვლაში შემდეგი განცხადება გააკეთა: "და მე ვთქვი რა ხდება? ვინმემ იცის? გაგიგიათ ისტორიული ამბავი ტროას ცხენის შესახებ? ეს იმ ტროას ცხენის ამბის გამეორება ხომ არაა? ეს მართლაც საინტერესო ლექსია გველის შესახებ: "ერთ დღესაც, როცა სამუშაოდ გავიდა ქალი, გზაზე, ტბის პირას მას შემოხვდა გველი ლამაზი. კეთილმა ქალმა შენიშნა რა სიცივე მზრალი, რომ სუსხი იყო და ყინავდა ამ გველს საზარი. მიშველე ქალო, წამიყვანე, გამათბე სახლში, თუ გწამს სამოთხე, თუ გწამს ღმერთი - გამიღე კარი! შემოეხვეწა გზად მიმავალს გველი კანკალით. მიმიღე შენთან, შემიკედლე - წიოდა ავად, გულისმომკვლელად, გულდამწვარად და გულსალახვრად. ქალს შეეცოდა, მიუახლოვდა თვალთცრემლმომდგარი, ტირილით ხელში აიყვანა, უყო ამბორი - რა ლამაზი ხარ, რა ფაქიზი, ვერ წარმოვიდგენ, მე რომ სხვა გზებით წავსულიყავ რა ბედს ნახავდი... ამ სიცივეში გაყინვა და სიკვდილი შენი გარდაუვალი გახდებოდა დღეს უეჭველი. თქვა და მშვენიერ თავზე ხელი ფრთხილად მოუსვა, აკოცა დიდი სიყვარულით და ჩაიხუტა. როდესაც სახლში მიიყვანა, ხორცი გაუთბა, გველმა მადლობის სანაცვალოდ მხოლოდ უკბინა. თარგმანი: თორნიკე ფხალაძე 235 3-ს მოსწონს
|