პროფილაქტიკა როგორ ავიცილოთ თავიდან ამ შემოდგომას მოსალოდნელი გრიპი და გაცივება? 2018, 13 სექტემბერი, 10:06 გრილი ამინდები წლის ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია. ჩვენი ორგანიზმი ვერ ასწრებს შეცვლილ კლიმატთან ადაპტირებას და მრავლად ვაწყდებით ადამიანებს, რომელთაც აღენიშნებათ ხველა და გაცივება. ამ დროს, ყველაზე ადვილად შეუძლია ვირუსებს გავრცელება, რადგან იმუნიტეტი დაქვეითებული გვაქვს. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ამ შემოდგომას მოსალოდნელი გრიპი და გაცივება, გაგანდობთ ხრიკებს, რომელთა გათვალისწინება რკინის იმუნიტეტს შეგძენთ.
1. მარილიანი წყალხსნარის ყელში გამოვლება ყოველდღე, გაანადგურებს ბაცილებს და ვირუსების გამომწვევ ბაქტერიებს, რომლებიც დღის მანძილზე თქვენს პირის ღრუში ხვდებიან. 2. საღეჭი რეზინის დაღეჭვით თქვენ თავიდან აიცილებთ ინფექციას და პირველად სიმპტომებს, რომელიც გაცივებას ახასიათებს, რადგან ის გაასუფთავებს თქვენს პირის ღრუსა და ყელს, ასევე გამოიტანს ნახველსა და ლორწოს ბრონქებიდან. 3. ● გარდა იმისა, რომ შოკოლადი ამაღლებს განწყობას და ებრძვის დეპრესიას, აძლიერებს იმუნიტეტს. ამიტომ ხშირად მიირთვით ამ სეზონზე. ● მწვანე ჩაი მდიდარია მინერალებით – იოდი, მაგნიუმი, რკინა, ამიტომ ფინჯანი მწვანე ჩაით საგრძნობლად აიმაღლებთ იმუნიტეტს. ● ბენეფია - პრობიოტიკების მაღალი შემცველობის გამო იოგურტი ხელს უწყობს ლეიკოციტების ზრდას, რაც აძლიერებს სხეულის იმუნურ რეაქციას. მიირთვით ბევრი იოგურტი. ● ბანანი ხსნის სტრესს და აუმჯობესებს განწყობას, გარდა ამისა, ის ძალიან კარგი საშუალებაა გაცივებისა და ხველის დროს, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს С ვიტამინს. ამიტომ, ჩართეთ რაციონში ბევრი ბანანი. 4. გრიპისა და გაცივების თავიდან აცილების მიზნით, ასევე გამოიყენეთ "ოქსოლინის მალამო". მალამოს თხელი ფენა გამოისვით ცხვირის ორივე ნესტოში სახლიდან გასვლის წინ. ამ გზით ვირუსების შემცველი ბაქტერიები თქვენს ლორწოვან გარსში ვეღარ შეაღწევენ. 5. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კარის სახელურების და მოაჯირების ზედაპირებიდან ვირუსების გადამტანი ბაქტერიები ადვილად აკუმულირდება თქვენს ხელებზე. ამიტომ, სახეზე ნუ მოიკიდებთ ხელს და რაც შეიძლება ხშირად იბანეთ საპნით. 6. მშრალი ჰაერი ადვილად აშრობს ყელისა და ცხვირის ლორწოვან გარსს, რის შემდეგაც წარმოიქმნება მიკრორკალები, რომელთაც აღარ შეუძლიათ ჩვენი დაცვა ინფექციებისა და პათოგენური ბაქტერიებისგან. სწორედ ამ მიზნით გამოიყენეთ ოთახის დამატენიანებლები. 7. კვირაში 1–2–ჯერ გამოიყენეთ ციტრუსის აბაზანა. რამდენიმე ლიმონი და ფორთოხალი (ან მათი გამხმარი კანი) ჩაალბეთ ცხელ აბაზანაში და დააყოვნეთ 30 წუთი, შემდეგ დაამატეთ საინფუზიო ხსნარი და ჩადით აბაზანაში. ასკორბინის მჟავა ასუფთავებს სხეულს ინფექციებისგან, გარდა ამისა, ციტრუსის აბაზანა კარგი ანტიდეპრესანტია. P.S. ჯანმრთელობას გისურვებთ! იხილეთ აგრეთვე: ● აუცილებლად დადეთ საწოლთან გაჭრილი ლიმონი! მიზეზი გაგახარებთ ● აუცილებლად მოათავსეთ ბალიშის ქვეშ ნივრის ერთი კბილი. მიზეზი გაგაოგნებთ! ● დაამარცხეთ ყელის ტკივილი და ანგინა მხოლოდ 4 საათში ● ჭიპში ჩაიდეთ ბამბა და მომხდარი ნამდვილად გაგაოცებთ ● თუ ცხვირი გაქვთ დახშული და ვერ სუნთქავთ, ეს აუცილებლად გამოგადგებათ ● როგორ მოვიხსნათ კბილის ტკივილი წამში წამლის გარეშე 120 10-ს მოსწონს
|