x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
Lady In the Loo: როგორები არიან მოდური ქალები ტუალეტში (+10 ფოტო)
«მოდური ქალები ტუალეტში» (Lady In the Loo) – შოკისმომგვრელი და მომხიბლავი ფოტოების სერია ელი რეზკალას, მხატვარისა და ფოტოგრაფის შემოქმედებაა.
image
მან შექმნა PlastikMagazine- პირველი ბეჭდური და ვიზუალური პუბლიკაციების პლატფორმა ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი საქმიანობის წარმოჩენა.image"ქალები ტუალეტში" - ეს არის ფიქსაცია მოდური ქალების მცდელობებისა, შექმნან საკუთარი რეალობა.
imageრაც არ უნდა ნათელ და ლამაზ ფერებში ხატავდნენ ქალები საკუთარ სამყაროს, ისინი ვერასდროს შეძლებენ დამალონ შიშის გრძნობა, რომელსაც განიცდიან ცხოვრების "ნგრევის" ზღვარზე.
image
ელი რეზკალი ქმნის ვიზუალურ წარმოდგენას ქალებზე, რომლებიც რეალურ სიტუაციებში, სასოწარკვეთის დროს ქმნიან საკუთარ "გამოგონილ სამყაროს"
image
მოედელები, რომლებსაც აცვიათ VERSACE, Tod's, Christian Louboutin და სხვა ბრენდები, გრძნობენ თავს უძლურად.
ისინი ჯერ კიდევ სასოწარკვეთილი სულები არიან მოჩვენებით სამყაროში და ქმნიან მოდის ილუზიას.
ელი რეზკალი წარმოგვიდგენს საკუთარ კონცეფციას სილამაზის აღქმაში, განსაკუთრებით კი ქალის მშვენიერების, რომელიც არ იკარგება არასდროს, მაშინაც კი, როცა მჯდომარე მგომარეობაში არიან, უნიტაზზე სხედან ფერად ფეხსაცმელში და თითქოს მათ ჰყავთ მაყურებელი. ისინი ხომ მუდამ იპრანჭებიან.image
რეზკალის ფოტოები, თავისთავში აერთიანებს სუფთა, გულწრფელ სილამაზეს და ფარულ სევდას.
image
სერიაში გამოყენებული იქნა ცნობილი ბრენდების ტანსაცმელი და აქსესუარები, რა თქმა უნდა, არა შემთხვევით.
image
ჟურნალმა მიიღო პრემიერმინისტრის ჯილდო 2010 წელს, ნიუ-იორკში.image
image
0
224
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0