ისტორია ქართველები - "ჯვაროსანი ერი" 2018, 12 სექტემბერი, 17:34 "ევროპა და განსაკუთრებით რუსეთი, ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ისტორიული მისია შეასრულა საქართველომ ევროპული ქრისტიანობის წინაშე, თავისი მრავალსაუკუნოვანი ტანჯვით, თავისი თავდადებით ბრძოლებში. ქართველი ერი - ეს არის ჭეშმარიტად ჯვაროსანი ერი. როგორც ჯვაროსანი რაინდის ცხოვრება, ამ ერის ცხოვრებაც იყოფოდა ლოცვად და სისხლიან ბრძოლად მუსლიმთა წინააღმდეგ. ათას წელზე მეტია ამ ერს ხელიდან არ გაუგდია ხმალი და თუ ბევრი მათგანის სამოსზე არ იყო ამოქარგული ქრისტიანული ჯვარი, ის სამაგიეროდ ჩაქარგული იყო ყოველი ქართველის გულში. ამრიგად საქართველო ევროპისათვის იქცა ქრისტიანობის მოსაზღვრე ციხესიმაგრედ, რომელიც პირველ და უსაშინლეს დარტყმებს თავის თავზე იღებდა. ევროპის ამ პატარა მოკავშირემ კონტინენტის უსაფრთხოებისთვის უდიდესი ისტორიული სამსახური გასწია. ყველაფრის მიუხედავად, ამ ერმა შეინარჩუნა თავისი სილამაზე, ენა, ადათები, ტრადიციები და რაღა თქმა უნდა, სარწმუნოება. აღმოსავლეთის დიდძალმა ისლამურმა სახელმწიფოებმა ძალიან ბევრჯერ მიმართეს თავისი ენერგია და ფანატიზმი პატარა საქართველოს შეუდრეკელი მკერდისკენ და მიუხედავად იმისა, რომ მათი კლანჭები მაინც მისწვდა საქართველოს ჩრდილოეთით მცხოვრებ კავკასიელ ხალხებს და მოახერხა მათი დიდი ნაწილის გამუსლიმება, თვითონ ქართველები მაინც ქრისტიანებად დარჩნენ და ისლამის წინსვლა სწორედ საქართველოში და ჩრდილოეთ კავკასიაში შეაჩერეს საბოლოოდ. ქრისტიანული საქართველოს ტაძრების ჯვრები სულ უფრო ზევით იწევდნენ, იმალებოდნენ შუაგულში, გამაგრდნენ უფრო ძლიერად და მაინც ისინი აგრძელებდნენ კაშკაშს. და მაინც საქართველოს ტაძრების ფეხთან რჩებოდა ისლამური ოქროს ნახევარმთვარე, მაგრამ მას ყოველთვის ზემოდან, ამაყად გადმოჰყურებდა ქრისტიანული ჯვარი." "ჯვაროსანი ერი" - რუსი გეოგრაფის, ევგენი მარკოვის წიგნიდან - "კავკასიის ნარკვევები" ავტორი: თორნიკე ფხალაძე 623 3-ს მოსწონს |
ფაქტია, რომ რვაჯერ შემოგვესია 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თემურ ლენგი, თითოეული შემოსევა რამდენიმე თვე გრძელდებოდა სრულმასშტაბიანი ომით და უდიდესი ბრძოლებით და აღმოსავლეთ საქართველო მიწასთან გაასწორა, მაგრამ საქართველო ეთნიკურად და რელიგიურად წელში ვერ გატეხა. ამავე პერიოდში ერთადერთი შესევა დასჭირდა ჩრდილოეთ კავკასიაზე, რომ მთელი ჩრდილოეთ კავკასია გაეტეხა და გაემუსლიმებინა. ეს არის ისტორიული ფაქტები. ქართველების ეს გამძლეობა სასწაულების რანგში გადის, რომელიც არანაირი მითოლოგია არაა და გადამოწმებადი ინფორმაციაა.
"Europe, and especially Russia, has not yet realized how important historical mission Georgia has fulfilled in the face of European Christianity, through its centuries-long suffering, its devotional battles. The Georgian nation is a truly crusader nation. In a bloody war against the Muslims, this nation has not lost a sword for more than a thousand years, and if the Christian cross had not been embroidered on the clothes of many of them, it would have been embroidered in the heart of every Georgian.
Thus, Georgia became a stronghold of Christianity for Europe, receiving the first and most terrible blows. This little ally of Europe has done a great historical service to the security of the continent.
In spite of everything, this nation has retained its beauty, language, customs, traditions and of course, faith.
The great Islamic states of the East have repeatedly turned their energy and fanaticism to the unshakable chest of little Georgia, and although their claws still reached the Caucasian peoples of northern Caucasus and managed to convert most of them to Islam, the Georgians themselves remained Christians and did not convert to Islam.
The crosses of the temples of Christian Georgia were rising higher and higher, hiding in the middle, fortifying themselves stronger in the mountains, but still they continued to shine. "And still the Islamic Golden Crescent remained at the foot of the Georgian temples, but it was always proudly overlooked by the Christian cross."
"Crusader Nation" - from the book by Russian geographer Yevgeny Markov - "Essays on the Caucasus"
მონღოლებს ქართველები დაუწვნენ და ისე მოხდა, რომ ერთად ბრძოლობდნენ საუკუნის მანძილზე. მონღოლებმა ქართველებთან ერთად აიღეს მთელი მუსლიმანური სამყარო ხმელთაშუა ზღვამდე, ბიზანტიის გარდა და მათი ცენტრი ბაღდადი ! ! !
მონღოლებს ქართველები ტოლ-სწორად ეყენათ გვერდში. აი ესაა სიმართლე...