აფხაზეთი ბრიტანელმა ოკუპირებული აფხაზეთის მიტოვებულ ადგილებს ფოტოები გადაუღო. ფოტოკოლაჟი 2018, 12 სექტემბერი, 15:24
ჯეიმს კერვინი წლების განმავლობაში გეგმავდა საქართველოში ჩამოსვლას.
ფოტოგრაფი, დაახლოებით, 4 წლის მანძილზე იღებდა მიტოვებულ შენობებსა და არქიტექტურას. მის ობიექტივში უამრავი ევროპული ქალაქის შენობა მოხვდა. “გერმანიისა და პოლონეთის შემდეგ ვერ წარმოვიდგენდი რომელიმე ადგილი თუ გამაოცებდა მიტოვებული არქიტექტურით.” – ამბობს ჯეიმსი. ჯეიმსი საქართველოში ზამთრის დასაწყისში ჩამოვიდა და პირველ ხუთ დღეში მთელი ქვეყანა მოიარა, რათა ტურისტული ადგილები ენახა. ბოლო რამდენიმე დღეში კი მან ყოფილი სანატორიუმები გადაიღო. ფოტოსესიის დროს მან გაიგო, რომ ბევრი ადგილი იმ ლტოლვილების თავშესაფარია, რომლებიც აფხაზეთიდან ომს გამოექცნენ. სრულიად დაუგეგმავად კი რამდენიმე დღის შემდეგ აფხაზეთი ფოტოგრაფის შემდეგი სამოგზაურო ადგილი გახდა. “როგორც მივხვდი, ადგილობრივების აზრებში ომი ჯერ კიდევ აქტიურია და ეს თემა ძალიან სათუთია მათთვის.” – წერს ჯეიმს კერვინი. მოგზაურობის დასაწყისში ჯეიმსი ჩუმად იჯდა მანქანაში და აკვირდებოდა შესანიშნავ, თვალისმომჭრელ ბუნებას, რომელსაც მიტოვებული შენობები თავის ხიბლს სძენდა: “ჩემს თავს ხშირად ვახსენებდი, რომ ეს მოგზაურობა ზოგადი ფოტოსერიისთვის იყო და არა მხოლოდ ბუნების მოსანახულებლად. თანაც აფხაზეთს არ აქვს რაიმე პორტფოლიო, რომ ტურისტებს აჩვენოს თავისი სილამაზე.” 293 4-ს მოსწონს
|