x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
დედას ვფიცავარ, რომ დავიბადე - არ ვიყავი ჰომოფობი - თამო კეშელავა
image

დედას ვფიცავარ, რომ დავიბადე - არ ვიყავი ჰომოფობი.
ბავშვობაც და სტუდენტობაც შიშის და ზიზღის გარეშე გავატარე.
რაღა ამ სიბერეში უნდა გამხადოთ ჰომოფობი?


სტუდენტობისას ერთი ბიჭი გავიცანი და კარგი ადამიანი აღმოჩნდა. ვიცოდი, რომ გეი იყო, მაგრამ ამ თემაზე არ ვსაუბრობდით.
ვიღაცეები აკითხავდნენ ხოლმე, მანქანებით აკითხავდნენ და მიჰყავდათ - ვხვდებოდით, რომ საყვარლები აკითხავდნენ, მაინც არაფერს ვეკითხებოდით.
ხოდა, ერთხელ თავად მოგვიყვა: ბავშვობაში გამაუპატიურეს და ვინც გამაუპატიურა, თან გააბაზრა და მას მერე გრძელდება ასე, საპირისპირო სქესთან ნამყოფიც არა ვარ. არ ვიცი რა არის, არ ვიცი, მომწონს, თუ არა, არ ვიცი, მინდა თუ არა, არც იმ მანქანაში ჩაჯდომის სურვილი მაქვს - მაგრამ, თუ ასე არ მოვიქცევი, დამემუქრნენ, რომ ჩემს ოჯახს ეტყვიან. ასე ცხოვრება აღარ მინდა, იქნებ ვარ გეი, იქნებ არც ვარ, ხომ უნდა ვიცოდე, არჩევანის უფლება მინდა მქონდეს, თუნდაც ყველამ გაიგოს, თუნდაც ცემით მომკლან, აქამდეც ბევრჯერ ვუცემივარ, მიჩვეული ვარო.
ოჯახს თავად უთხრა, იმათ დაასწრო.
ვის ვაცემინებდით მის თავს.
ხოდა, მას შემდეგ ის მანქანები რომ მოაკითხავდნენ, ამ ბიჭის ნაცვლად ჩემი ორი მეგობარი გადიოდა, ორი სპორტსმენი მიდიოდა იმ მანქანასთან და ის მანქანა აღარ აკითხავდა აღარასოდეს.
მერე ერთი გოგო გაიცნო, ჯერ მეგობრობდნენ, მერე ერთად ცხოვრება დაიწყეს, დღეს ორი შვილი ჰყავთ.
აღარ ვკონტაქტობთ. ვხვდები, რომ მეც იმ დროის ნაწილი ვარ, რომელი დროის გახსენებაც არ უნდა. სულ ერთია, მთავარია, ვიცი, რომ ბედნიერია.
ლგბტ რომ ასე ძლიერი ყოფილიყო მაშინ, როგორც ახლაა, ვერ დავიხსნიდით და ვერ იქნებოდა დღეს ბედნიერი, არ ეყოლებოდა ორი შვილი.


ხოდა, კიდევ გვინდა გაძლიერება და პარლამენტში და პოლიტიკაში ბევრი გეი და ლესბოსელი, ტრანსგენდერი და ბისექსუალი გვინდა, რომ ჩვენი თემის პრობლემებზე იზრუნოსო.
თემი ხართ და გამოყოფილი, ყველა პრივილეგია გაქვთ და მეტი გინდათ - კიდე მე ვარ ჰომოფობი?
რომელს მოგივარდით, რომელს გადაგხადეთ საბანი, რომელს შემოგივარდით საძინებელში?
რამდენიმე წლის წინ ერთი პოლიტიკოსის ძმა გათხოვდა - გამოვუფინე თეთრეული?
ჩემს მეზობლად გოგომ ცოლი მოიყვანა, ღიმილით ვესალმები, როგორც ყველა მეზობელს, წარბშეჭმუხნილი, მძიმედ მიქნევს თავს - კიდე მე მაქვს კომპლექსი და ფობია?



რესპუბლიკურ პარტიას კი ჯაფარიძე დაემართება - ჯაფარიძემ დაბოლილებზე დადო ფსონი, რესპუბლიკელებმა - ლგბტ-ზე, ხოდა, ჯაფარიძეს აახიეს დაბოლილები და არც ლგბტ-ს დაუტოვებენ რესპუბლიკელებს.
ჩემი ოქრო ჩემთანო - იტყვის სახელმწიფო!


ერთხელ ჩვენც გვკითხეთ -
გვინდა გამოთემებული ოჯახი?
გამოთემებული ქვეყანა გვინდა?


ვიყო ჰომოფობი, მაინც არ მოისვენებთ, სანამ ჰომოფობს არ გამხდით, მაინც არ მოისვენებთ.


გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კომენტარს პოსტიდან


ირაკლი მანაგაძე - როგორც დიპლომირებული ფსიქოანალიტიკოსი გეტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ შენმა მეგობარმა ცოლი მოიყვანა, ის დღეს აუცილებლად დაძვრება კაცებში, რადგან მას ბუნებრივი, თანდაყლილი ბისექსუალური საწყისი აქვს! შესაძლოა ერთი ან ორი წელი გადაერთო საპირისპირო სქესზე მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას რომ მის სექსუალურ იდენტობაზე უარი თქვა. მეორეც რაც მინდა გითხრა, მრავალ ადამიანთან მისაუბრია, ვიცი ათობით ფაქტი, როცა მშობლებმა აღიარების შემდეგ შვილები გამოაგდეს სახლებიდან და საერთოდ ური თქვეს მათთან ურთიერთობაზე. ვიცი დამიანებ და შემიძლია აქაც დაგითაგოთ, რომლებიც ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გამხდარან მათი სექსუალური ორიენტაციის გამო. თანაც არაერთი! თქვენ ერთი, ჩამოუყალბებელი მეგობრის მაგალითზე მსჯელობთ, გირჩევთ ფართოდ გაახილოთ თვალი და უფრო მე ჩაგრულს დაინახავთ.


ირინა კეშელავა - თემა საკმაოდ საკამათოა....
გაუპატიურება ძალადობაა.
ქალიც და კაციც ხშირად და ადვილად უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. ....
გეი კი 90% მეტი გენოტიპია, ანომალიაა......
ამ შემთხვევაში ადამიანი უძლურია რაიმე შეცვალოს.
ჩემო ოქრო გოგო, შენც შენის მხრივ მართალი ხარ....
ვერც შენ შეიცვლები.....


მაია ლაბაძე - მეც ვიცნობდი ბევრ მათგანს, მაგრამ იმალებოდნენ, არ ამჟღვნებდნენ თავიათ მდგომრეობას..ახლა კი მატლის ჭუპრივით გარეთ გამოყვეს თავი და ყოყოჩობენ..იყვენ, არიან, მაგრამ დაეტიონ თავიანთ ტყავში..image

6
224
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
224
  
2018, 12 სექტემბერი, 18:30
სახელმწიფომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაუწესოს ნორმები, როგორც ნორმალურ ქვეყნებშია და არა ირან-ავღანეთში.
წელიწადში ერთი დღე უნდა გამოუყოს სკოლებსა და სხვა აღმზრდელობითი დაწესებულებებისაგან შორს. და მისცენ უფლება იქ ჩაატარონ უნდათ აღლუმი, უნდათ პარადი და რაც უნდათ ის და არა ასე,ყოველ დღე რო ქალაქის ცენტრალურ უბნებში,სადაც ბევრი ბავშვი ირევა, იქ რომ უნდათ დროშების ფრიალი.
2018, 12 სექტემბერი, 16:11
სამწიხარო რეალობაა...
2018, 12 სექტემბერი, 16:10
სხვანაირად მაინც ვერავინ ვერაფერს გააგებინებს მაგათ...
2018, 12 სექტემბერი, 16:07
ძალადობის მომხრე არა ვარ, მაგრამ პროვოკაციებს აწყობენ ხშირად, რაც საპასუხო აგრესიას იწვევს...
2018, 12 სექტემბერი, 16:05
ვერ შეიგნეს მაგდენი და კარგი დღე არ დაადგებათ
2018, 12 სექტემბერი, 16:03
იყვნენ ბატონო ლგბტ-თემის წევრები, არ მაინტერესებს მანამდე, სანამ ქუჩაში არ დაიწყებენ აღლუმის ჩატარებას.
პირადი ცხოვრება-პირადი ცხოვრებაა და მისით სპეკულირება და თავის "ტანჯულ გმირად" გამოყვანა ნაძირლობა.
0 1 6