x
image
თორ ნიკე
ლევან ვასაძის ახალი, სკანდალური ინიციატივები
image


ლევან ვასაძემ 2018 წლის 11 სექტემბერს გამოაქვეყნა ახალი მიმართვა სახელწოდებით "ჯარი და გეოკულტურა", სადაც გააჟღერა ახალი პოლიტიკური ინიციატივები ქვეყნის მომავალ მოწყობასთან, დიდ სამხედრო რეფორმასთან, საგარეო და საშინაო პოლიტიკასთან მიმართებაში და თავისი და მისი მომხრეების პოზიცია დააფიქსირა. მისი აზრით სამომავლოდ საქართველო შემდეგნაირად უნდა მოეწყოს:


"ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ილუზორულ დასავლურ ორიენტაციაზე. გამოვაცხადოთ საქართველო კავკასიაცენტრულ სახელმწიფოდ, სადაც მივიღებთ ახალ კონსტიტუციას, რომლის საფუძველიც იქნება არა ადამიანის უფლებები, არამედ ოჯახის უფლებები და ადამიანის ვალდებულებები ოჯახისა და ქვეყნის წინაშე. უნდა შევიგნოთ და გავისიგრძეგანოთ, რომ ჩვენი მშველელი ჩვენივე თავის გარდა არავინაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს ყველა მეზობელთან მშვიდობიანი ურთიერთობისათვის, მაგრამ ამავე დროს ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებისათვის.


ჩვენ სამხედრო სტრატეგიაში გვაქვს ერთადერთი სწორი გზა: ისრაელისა და შვეიცარიის მოდელი. შეუძლებელია არ ვაღიაროთ ისრაელის, ამ ჩვენზე პატარა ქვეყნის მიერ თავდაცვის სფეროში უაღრესად შთამბეჭდავი წარმატებები ჩვენსავით მტრულ გარემოცვაში. ასევე უაღრესად საგულისხმოა, ევროკავშირში არგაწევრიანებული შვეიცარიის საჯარისო მოდელი, ქვეყნისა, რომელიც უდიდესი სამხედრო ტრადიციების მატარებელია ჩვენ მსგავსად და რომელმაც შეძლო და შეინარჩუნა ეს ტრადიციები ყოვლისგამხრწნელი ევროპული ლიბერალიზმის პირობებშიც კი.


საქართველოს სახელმწიფოში ჯარში გაწვევის წესები ჩემი აზრით ასეთი უნდა იყოს:


1. ისრაელის მსგავსად, ჯარში სამსახურისათვის ვარგისი ყველა მამაკაცი, სკოლის დამთავრების შემდეგ, გარკვეულ ასაკამდე უნდა იქნან გაწვეულნი ჯარში 18 თვით მაინც. საყოველთაო გაწვევის პირობებში.


2. მსურველებს შემდგომში უნდა შეეძლოთ პროფესიული საკონტრაქტო სამსახურის გაგრძელება უფრო გრძელი ვადით, ხოლო დანარჩენები უნდა უბრუნდებოდნენ სამოქალაქო ცხოვრებას და ირიცხებოდნენ რეზერვში.


3. ჯარში უნდა შეიქმნას სრული და თანამედროვე პირობები ამ საყოველთაო გაწვევის დროს ჯარისკაცების მაქსიმალური ფიზიკური და სამხედრო მომზადებისათვის.


4. სამხედრო სამსახური უნდა გახდეს პრესტიჟული ქართულ საზოგადოებასა და მის ე.წ. "ელიტაში". ახალგაზრდა კაცი უნდა იზრდებოდეს საქართველოს მსახურებისთვის და მისი ჯარისკაცობისთვის, სწორედ ასეთი ფსიქოლოგიით.


5. მამაკაცებს ისრაელის მსგავსად, არ უნდა შეეძლოთ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება ჯარის გავლის გარეშე. ბუნებრივია, გამონაკლისი სამედიცინო დისკვალიფიკაციის შემთხვევების გარდა, მაგრამ ასევე ისრაელისგან განსხვავებით, საქართველოში არც მონასტერში წასვლა არ უნდა ათავისუფლებდეს ახალგაზრდას საჯარისო ვალდებულებისგან. იმედია, ამაში ჩვენი ეკლესიაც დაგვიჭერს მხარს, რადგან ისტორიულად ჩვენში ბერსაც კი ხმალი ერტყა, როცა საჭირო იყო.


6. საყოველთაო გაწვევის შედეგად ჯარგავლილ და რეზერვში გადასულ მამაკაცებს, შვეიცარიის მოდელის მსგავსად, უნდა ჰქონდეთ რეგულარული შეკრებები ჯარში. წელიწადში 1 ან 2 კვირით, 60 წლის ასაკამდე, სპორტული და სამხედრო ფორმის შესანარჩუნებლად.


7. ისრაელისგან განსხვავებით, ქალებისათვის ჯარი არ უნდა იყოს სავალდებულო. სურვილის შემთხვევაში მათ ეს უნდა შეეძლოთ, მაგრამ საყოველთაოდ მათთვის სავალდებულო უნდა იყოს მხოლოდ ჯარის მხარდამჭერი ფუნქციების შესწავლა - როგორებიცაა: სამედიცინო დახმარების ცოდნა, ჯარის მომარაგება, საინფორმაციო მხარდაჭერა, ჯაშუშობა, მსტოვრობა, დაზვერვა და სხვ.



მხოლოდ ასეთი ჯარის რეფორმით შევძლებთ დავუბრუნოთ ჩვენს თავგზააბნეულ ახალგაზრდობას კაცობის და ქალობის სწორი ორიენტირები და დავიბრუნოთ პატივისცემა მთელ რეგიონში, რომელიც ამჟამად დაგვცინის ჩვენი წამხედურობის გამო უბედრუკი ევრო-ლიბერასტებისადმი.


ქართული სამხედრო დოქტრინა თავდაცვითი ხასიათის უნდა იყოს და ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრილი აღმატებული ძალის ინტენსიურ, კვაზი-პარტიზანულ წინააღმდეგობას უნდა ითვალისწინებდეს, რომლის პირობებშიც მთელი ქვეყნის მოსახლეობის და მისი პროფესიული ჯარის სრული სინქრონიზაცია ამოქმედდება, რომლის შედეგადაც ნებისმიერი ოკუპანტი თავ-ბედს იწყევლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრისათვის.


თუმცა ეს ყველაფერი შეუძლებელია ლიბერალ-დემოკრატიული წყობის სახელმწიფოში, როგორიც ახლა ჩვენ ვართ. ეს სისტემა აგებულია ხალხის საბანკო ვალებში ჩახრჩობისა და გარყვნისთვის. ჩვენ გვჭირდება არსებული სახელმწიფოებრიობის ფორმის შეცვლა, სადაც წინა პლანზე წამოვა ჭეშმარიტი სახალხო მმართველობა, რომელსაც ეყოლება ჯერ ხალხის მიერ არჩეული ძლიერი და სტაბილური ეროვნული ლიდერი და შემდეგ თუკი ხალხი ინებებს - ეყოლება მეფე. მაგრამ რა თქმა უნდა სამეფოს აღდგენის შემდეგაც, ასეთ სახელმწიფოში უნდა იყოს ხალხის ხშირ რეფერენდუმებზე დაფუძნებული მართვის სისტემა.


ამ ახალ სისტემაში ლიბერალიზმი, კომუნიზმი და ფაშიზმი უნდა გამოცხადდეს დანაშაულებრივ იდეოლოგიად და შესაბამისად ინდივიდის, კლასისა და რასის უფლებების უპირატესობა უნდა აიკრძალოს, ხოლო სახელმწიფოებრივი ზრუნვის და დაცვის ქვაკუთხედად ოჯახი უნდა გამოცხადდეს, ხოლო ადამიანი ამ ზეეროვნული და ზერელიგიური ერთეულის (ოჯახის) მსახურად უნდა განიხილებოდეს. შემდგომ, ამ ფუნდამენტური პრინციპით უნდა გადაკეთდეს მთელი ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობაც და სახელმწიფო მართვაც, მისი იდეოლოგიაც, განათლება და ეკონომიკური მოწყობაც."




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


17
2854
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
2854
  
2019, 10 აპრილი, 9:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ბატონი 420-ის კომენტარზე
2019, 6 აპრილი, 1:46
მეფე არა იმპერატორი!
ჩვენთვის, ღვთიშობლის წილმხდომ ქვეყნისთვის და ისეთი გენის ხალხისთვის ვინც მსოფლიოს მისცა სტალინი, შახ აბასი (ბებია ყავდა ქართველი) ბერია, დაუდ ხანი, გენერალი ბაგრატიონი, გენერალი შალიკაშვილი, ნუთუ ღირსები არ ვართ იმპერატორი გვყავდეს და არა ვინცხა ქარაქუცა მეფე?!!
იმპერატორი!
დანარჩენი როგორც ტექსტშია, ყველანი ჯარში!!!
ვეთანხმები
თუმცა, ჯერ იქიდან დავიწყოთ, ხელისუფლებიდან და პარლამენტიდან, ვის შვილს აქვს მოხდილი სამხედრო სამსახური?
დამისახელეთ თუნდაც სამი კაცი და მერე
და მერე
წამოვალ სადაც გინდა........
2018, 16 სექტემბერი, 23:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ანნა კოლენი-ის კომენტარზე
2018, 16 სექტემბერი, 8:27
საიდან მოიტანე რომ მე მათი მეხოტბე ვარ?! სიმართლეს რომ გეუბნები?! დებილი ფიზიკის ფაკულტეტს ვერ ამტავრებს ტან ფრრიადზე და ვერც მილიარრდებს შოულობს, ისეთივე მეხოტბე ვარ მაგათი როგორც ნაცების,თვალი გაახილეთ. პ.ს სენ კი ხარ უზრდელი ! გამრზდელს ელაპარაკე მასე მაგარი ვა შ კაცი რომ გაუზრდიხარ
2018, 14 სექტემბერი, 22:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ანნა კოლენი-ის კომენტარზე
2018, 14 სექტემბერი, 21:58
საიდა მოიტანე ივანიშვილი გაუნათლებელია? ეგეთი განათლებული არ გინდა იყო? ფიზიკის ფაკ. აქვს დატავრებული ფრიადზე, ან კი არ გინდა მასეთი ''დებილი ''იყო?! საქართველი ჯიბეში უდევს, დებილები მილიარდებს ვერ შოულობენ და თუ შემტხვევით იშოვეს მალევე კარგავენ, მაგ კომენტარიტ საკუთარ თავს აკნინებ
2018, 13 სექტემბერი, 22:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თორ ნიკე-ის კომენტარზე
2018, 13 სექტემბერი, 22:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ზურმუხტისთვალება-ის კომენტარზე
2018, 13 სექტემბერი, 11:37
არ მომივიდა გაწვევა დედისერთა ფაშისტი ვარ :დდ
2018, 13 სექტემბერი, 11:31
უფრო მკაცრი? მე მეგონა სიმკაცრის გამო აკრიტიკებდი.. უფრო მკაცრი როგორია? ჰომოსექსუალები უნდა დახოცოს კადიროვივით? :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10