x
მეტი
  • 30.12.2024
  • სტატია:139138
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512641
ქორწინება ჯანმრთელობაა

imageქორწინება როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს „სიცოცხლეს უხანგრძლივებს, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ზრდის ოჯახის შემოსავალს“, — ამბობს ერთი მკვლევარი „ნიუ-იორკ ტაიმზში“. ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორ ლინდა ჯ. უეიტის გამოკვლევა ეწინააღმდეგება 1972 წელს გამოქვეყნებულ მოხსენებას, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ გათხოვილი ქალები უფრო მეტად ცვივდებიან ფსიქიკურ სტრესში. დოქტორმა უეიტმა აღმოაჩინა, რომ „ქორწინება ადამიანს ცვლის და ის უკეთეს მდგომარეობაშია“; მაგალითად, დაქორწინებულები ნაკლებად ეტანებიან ალკოჰოლს. როგორც ჩანს, ისინი დეპრესიაშიც უფრო იშვიათად ცვივდებიან. ფაქტობრივად, „გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ დეპრესიაში მყოფი დაუქორწინებელი მამაკაცების მდგომარეობა უფრო მძაფრდებოდა, თუ არ ქორწინდებოდნენ“. მაგრამ მინესოტას (აშშ) უნივერსიტეტის დოქტორი უილიამ ჯ. დოერტი ამბობს, რომ მონაცემები ზოგადია და არ ნიშნავს, რომ ყველა, ვინც დაქორწინებულია უკეთეს მდგომარეობაშია, ან რომ ის, ვინც შეცდა მეუღლის არჩევაში, ბედნიერი და ჯანმრთელი იქნება.

1
196
5-ს მოსწონს
ავტორი:klopka
klopka
196
  
2012, 17 ივლისი, 14:19
*-*+1
0 1 1