სხვა გოგონა,რომლისთვისაც წყალთან მიკარებაც აკრძალულია 2012, 5 ივლისი, 22:56
ეშლი მორისი ავსტრალიაში დაიბადა და 15 წლის ასაკამდე ერთი ჩვეულებრივი, თანატოლებისგან არაფრით გამორჩეული მოზარდი იყო. 15 წლისას ანგინა დაემართა და ერთხანს პენიცილინის შემცველი პრეპარატებით მკურნალობდნენ.გოგონას ანგინამ გაუარა, მაგრამ ამის შემდეგ სრულიად უცხო და ახალი სენი - ურტიკარია შეეყარა. ეს ავადმყოფობა წყლის ნებისმიერი პროცედურის შემდეგ, კანზე წითელი გამონაწრისა და აქერცვლის სახით იჩენს თავს.ექიმების დასკვნით, ეს, პენიცილინის ძალიან დიდი დოზებით მიღებამ გამოიწვია. წამალმა სისხლში ჰისტამინის რაოდენობა შეცვალა და ორგანიზმმაც ნორმალურად ფუნქციონირება შეწყვიტა.მსგავსი დაავადება მთელს პლანეტაზე მხოლოდ5 ადამიანს სჭირს.
მას აკრძალული აქვს წყალთან ნებისმიერი კონტაქტი, იქნება ეს ცურვა თუ ელემენტალურად სხეულის დაბანა, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგს ხედავთ...წყალთან შეხებისას კანი უწითლდება და წითელი ლაქები აყრის, ექერცლება კანი და ქავილი აწუხებს. 846 5-ს მოსწონს
|