x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138977
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ჯაყელები უინძორების წინაპრები არიან
2010 წელს ბრიტანეთში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანიც იყო, შეედგინათ სრული გენეალოგიური ხე მათი სამეფო ოჯახის - უინძორებისა და აღმოჩნდა, რომ უინძორების წინაპრები ქართული დიდებულთა გვარი - ჯაყელები არიან. ეს კვლევა ჩატარებული იქნა ბრიტანელი ისტორიკოსის - დევიდ ჰუჯისის და მისი გუნდის მიერ. კვლევის გამოქვეყნებიდან მალევე ეს ინფორმაცია დაიდო ბრიტანეთის საისტორიო საზოგადოების ოფიციალურ ვებ გვერდზე, ასევე უინძორების გენერალურ არქივში და ამ არქივის ელექტრონულ მისამართზე. ეს უკვე დადასტურებული ფაქტია.

ჯაყელების მთავარი რეზიდენცია ახალციხეში გახლდათ. ფეოდალურ ეპოქაში ეს გვარი საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი და ბაგრატიონებთან სისხლით დანათესავებულნი იყვნენ.


ჯაყელების გერბი

ჯაყელებს დროშა თავად დავით აღმაშენებელმა ჩააბარა და სამართავად გადასცა მესხეთის უდიდესი ნაწილი. ისინი სამცხეს დიდი ხნის განმავლობაში მართავდნენ - XI საუკუნიდან XVI საუკუნემდე.



სამცხე-საათაბაგოს დროშა


კვლევიდან ირკვევა, რომ ჯაყელები უინძორების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპრები არიან, რადგან ჯაყელები აერთიანებენ მათ მთელ რიგ აზიურ სამეფო სახლებთან და არისტოკრატულ ოჯახებთან.

XV საუკუნეში სამცხე პოლიტიკურად გამოეყო დანარჩენ საქართველოს და მისი მმართველი გახდა სარგის I-ის ძე ბექა I მანდატურთუხუცესი ჯაყელი. ამ დროისთვის სამცხის სამთავრო დასავლეთ საქართველოს ნახევარზე მეტს მოიცავდა ტაშისკარიდან კარნუქალაქამდე (დღევანდელი ერზერუმი).


სამცხე-საათაბაგო შინდისფრად


სწორედ ამ მოღვაწემ - ბექა ჯაყელმა თავისი ასული ტრაპიზონის იმპერატორს - ალექსი II-ს მიათხოვა. იმპერატრიცა ჯაყელს 6 შვილი ეყოლა. ნაბოლარა ევდოკიამ შთამომავლობა ევროპული ხაზით გააგრძელა. ჯაყელების გენმა მრავალ ფეოდალურ სისხლში გაიარა. მათი ერთი შტო ერთ ძალიან ცნობილ გენეალოგიურ ხეში ამ სახელებით სრულდება - პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი (უინძორები).




ასევე დაგაინტერესებთ:

1. მარიამ ბაგრატიონი - ბიზანტიის დედოფალი (დავით აღმაშენებლის მამიდა)

2. რა შეუქმნეს აშშ-ს ქართველებმა XX საუკუნეში?

3. არაბული სამყაროს ქართველი მმართველები

4. ინდოეთის ქართველი მეფეები და ქართული დინასტიები

5. შუშანიკი და მამამისი - ვარდან მამიკონიანი ლაზები იყვნენ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


6
1595
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1595
  
2018, 15 სექტემბერი, 3:45
უინძორი ხარ? :დდ
2018, 14 სექტემბერი, 22:23
ვახ რას არ გაიგებს კაცი, უნდა შევამოწმო :)
2018, 12 სექტემბერი, 8:37
:დ ათვლა დაიწყო რამდენჯერ ახსენებ ამ ფრაზას ჩემთან საუბარში... ერთი.
2018, 12 სექტემბერი, 8:26
;-) არა, საერთოდ მარტო ვაინახები არიან მაგრები :დ
2018, 12 სექტემბერი, 8:13
ბაგრატიონებიც მარიამ ღვთისმშობლის შთამომავლები არ არიან? :დ
2018, 12 სექტემბერი, 8:12
:დ :დ
რას არ გაიგებ კაცოოო?
0 1 6