x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
7 ცნობილი ფრაზა თუ აფორიზმი, რომელიც სინამდვილეში სხვას მიეკუთვნება

image

1) "სტალინმა გუთნიანი რუსეთი ჩაიბარა და დატოვა იგი ატომური იარაღით"- დიდი ხნის განმავლობაში ამ სიტყვებს უისტონ ჩერჩილს მიაწერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩერჩილი სიმპატიებით იყო განწყობილი სტალინის მიმართ, მას ასეთი რამ არ უთქვამს არასდროს. 1988 წელს ერთ-ერთ სტატიაში მოიყვანა მაგალითად ეს სიტყვები სტალინის დიდმა ფანატმა, ნინა ანდრეევამ, როგორც ჩერჩილის ნათქვამი.

სინამდვილეში კი ეს სიტყვები აღებულია 1956 წლის ბრიტანული ენციკლოპედიიდან:"სტალინის ჭეშმარიტი ისტორიული არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან გუთნიანი რუსეთი ჩაიბარა და დატოვა იგი ატომური იარაღით. მან რუსეთი მსოფლიოში მეორე ინდუსტრიალური ქვეყნის დონემდე აიყვანა".

image


2) "თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი, დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო!"- ხშირად ამ სიტყვებს ნოე ჟორდანიას აკუთვნებენ(ვინ კარგად იცნობს იმ პერიოდის საქართველოს ისტორიას, ელემენტარულად, ასეთ ფრაზას ნოე ჟორდანია არასდროს იტყოდა -ავტორის შენიშვნა), სინამდვილეში ეს გახლავთ ქართველი პოეტის, მხატვარი-კარიკატურისტის და საზოგადო მოღვაწის, სიმონ ბერეჟიანის(ნამდვილი გვარი თაყაიშვილი) ლექს. 1941 წელს სიმონ ბერეჟიანი ჩავიდა გერმანიაში და სიმონ ბერგერის სახელით ჩაირიცხა ვერმახტის ქართულ ლეგიონში, რომელსაც მეთაურობდა ვერმახტის ქართველი გენერალი შალვა მაღლაკელიძე. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართული ლეგიონი ემსახურებოდა არა ნაცისტურ იდეოლოგიას, არამედ საქართველოს საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან დახსნას.

დაიღუპა შტუტგარტში 1942 წელს გაურკვეველ ვითარებაში, მისი საფლავი დაკარგულია.

image

3)"არაა ადამიანი, არაა პრობლემა"–ამ ფრაზას სტალინს მიაწერენ. არ არსებობს არც ერთი დამადასტურებელი საბუთი, რომ სტალინმა ეს ფრაზა ოდესღაც წარმოთქვა.. სინამდვილეში, ეს ფრაზა სტალინს "ათქმევინა" მწერალმა ანატოლი რიბაკოვმა რომანში "Дети Арбата".

image


4)"ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონის სიკვდილი − სტატისტიკა"- ბევრს ჰგონია, რომ ეს არის სტალინის ნათქვამი(ქართული "ვიკიციტატაც" მიუთითებს), თუმცა არსად და არც ერთ დოკუმენტში თუ გამოსვლაში არ დასტურდება მსგავსი ფრაზა, სინამდვილეში, ვიღაცამ რამდენიმე ათეული წლის წინ მოახდინა ერიხ მარია რემარკის რომანის "შავი ობელისკის"(1956 წელი)პერიფრაზირება და სტალინს მიაწერა, მაგრამ როგორც ჩანს, ყოველთვის ასე ხდება, ერთი ადამიანის სიკვდილი არის სიკვდილი, ხოლო ორი მილიონის - სტატისტიკა.

image

5) "მიზანი ამართლებს საშუალებას" - ამ სიტყვებს მიაწერენ იტალიელ რენესანსის დროინდელ პოლიტიკური მოაზროვნეს, ისტორიკოსს, დიპლომატს, ფილოსოფოსს და მწერალს ნიკოლო მაკიაველის, თუმცა ეს ფრაზა მიეკუთვნება იგნატიუს ლოიოლას, წარმოშობით ბასკს, იეზუიტთა ორდენის მთავარ დამფუძნებელს და პირველ მამამთავარს..

image


6)"შენც, ბრუტუს?"-(Et tu, Brute?)- ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებენ, როგორც რომის დიქტატორის, იულიუს კეისრის სიკვდილისწინა ბოლო სიტყვებს, - თითქოსდა, ნათქვამი მარკუს იუნიუს ბრუტუსის მიმართ. ფრაზა გამოიყენა შექსპირმა თავის ტრაგედიაში „იულიუს კეისარი“, თუმცა არ არსებობს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ კეისარმა მართლაც წარმოთქვა ეს სიტყვები. დღეს ეს ციტატა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფართოდ გამოიყენება როგორც ახლო მეგობრის ღალატის სინონიმი.

image

7)"რელიგია არის ოპიუმი ხალხისთვის"-ამ სიტყვებს კარლ მარქსს მიაწერენ, კი, ნამდვილად დაწერა ეს ფრაზა მარქსმა ნაშრომში "ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკისათვის", შემდგომ გაიმეორა ლენინმა და ენგელსმა, აგრეთვე მწერლებმა და ფილოსოფოსებმა(მაგ. ჩარლზ კინგსმა, ჰაინრიხ ჰაინემ, ), თუმცა მანამდე ეს ფრაზა სწორედ ჰეგელს აქვს ნახსენები 1814 წელს, თუმცა სულ პირველად ეს გამოთქმა იხმარა ფრანგმა მწერალმა, მარკიზ დე სადმა რომანში "ახალი ჟუსტინი"(1797 წელი).

image

image

იხილეთ მსგავს თემაზე:


ცნობილი ადამიანების ფრაზები, რომლებიც არასდროს წარმოუთქვამთ


ბოლო დროის ტოპ-5 ცრუ ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა

0
1074
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1074
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0